შოუბიზნესიდან დიდ პოლიტიკაში? - ჰოლივუდის ვარსკვლავმა პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა ( + ვიდეო )
საყვარელი მსახიობი და ჰოლივუდის გამორჩეული კაშკაშა ვარსკვლავი ბოლო წლებია პოლიტიკაში საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებაზე ოცნებობს. დღეს კი მის მიერ გაკეთებული განცხადება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ეჭვს აღარ იწვევს საზოგადოებაში.მსახიობმა თავის ვრცელ ინტერვიუში, რომელიც მან "ABC"მისცა, აღნიშნა, თუ რატომ აღარ ეშინია პოლიტიკური კარიერის. ანჯელინას თქმით, ის ძალებს მოსინჯავს და თუ შეძლებს ეფექტური კარიერის გაკეთებას, იბრძოლებს, რომ გახდეს ეფექტური პოლიტიკოსი: - " მე არა ვარ დარწმუნებული, თუმცა მზადა ვარ მთელი სერიოზულობით მოვეკიდო ამ საკითხს".
ადრე ჯოლიმ განაცხადა, რომ მისი ბიოგრაფია პოლიტიკური კარიერისთვის არც თუ დიდად მისაღები იყო საზოგადოებისათვის, რამდენადაც ბევრი უსიამოვნო დეტალი ახლდა მის ცხოვრებას. ამჯერად კი ანჯელინას აზრით, მთელი მისი განვლილი ცხოვრება სარკესავით ჩანს და ამიტომ მას აღარაფრის აღარ ეშინია.
მსახიობმა თავის ვრცელ ინტერვიუში აგრეთვე ისაუბრა ბრედ პიტთან ოფიციალური დაქორწინების დეტალებზე, თუმცა ქორწილის ზუსტი თარიღი ახლაც არ დაუსახელებია. - " ჩვენ მაშინ ვფიქრობდით, რომ ქორწინება იქნებოდა "необычно".
მაგრამ ახლა ასაკის მატებასთან ერთად აზროვნებაც და შეხედულებებიც შეგვეცვალა. მნიშვნელობა არა აქვს რა გადაწყვეტილებას მივიღებთ, მთავარი არის მხოლოდ ერთი - ბავშვები, , რომლებიც ჩვენს სიყვარულს აძლიერებენ, იყვნენ ბედნიერები და მხიარულები.