x
image
beko777
Mediator image
კრისტი ყიფშიძის ყველა ფერი
შვილი


imageჩემთვის და მე ვფიქრობ, ყველა ადამიანის ცხოვრებაში შვილი არის ნომერი პირველი. ადამიანი იმისთვის იბადება, რომ აუცილებლად შვილი უნდა გააჩინოს. მე ვფიქრობ, რომ ამაზე კარგი არაფერი გამიკეთებია. ჩემი ყველაზე დიდი წარმატება ჩემი შვილია. უყურებ... თან შენ თავს გაგონებს, თან გაუმჯობესებული ვარიანტია, თან თავისი ხასიათი აქვს... საოცრებაა... მომწონს მისი ხასიათი, თუ როგორ აზროვნებს. მე რომ მისი ხასიათი მქონოდა გაცილებით მეტს მივაღწევდი. მომწონს, რომ ჩემზე ზედმეტად განვითარებულია, მიუხედავად იმისა, რომ მე 36 წლის ვარ, ის თორმეტის, 24 წლით ვარ ჩემს შვილზე უფროსი. ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, არაფერზე არ ვეუბნები უარს, თუ ისეთ რამეს არ მთხოვს, რაც მის ასაკს არ შეეფერება. ძალიან კარგად სწავლობს, ძალიან მეამაყება და მახარებს.


გიორგი ყიფშიძე


imageგიორგი ჩემი მეუღლე აღარ არის, თუმცა სამოქალაქო ქორწინებაში ისევ ვიმყოფებით. ჩვენ რატომღაც არ დაგვჭირდა, მივსულიყავით იქამდე, რომ ეს გაგვეკეთებინა. ამას ალბათ მაშინ გავაკეთებ, როცა ისეთი კაცი შემიყვარდება ვინც მომთხოვს განქორწინებას და არ მოუნდება მისი ცოლი სხვასთან იყოს ოფიციალურ ქორწინებაში, მაგრამ მე ვფიქრობ, ეს ყველაფერი ფორმალობაა. გიორგი ჩემთვის არის ძალიან ახლობელი ადამიანი. უფრო ნათესავია, ვიდრე მეგობარი, რადგან მეგობარს ყოველდღე ხედავ, ნათესავს იშვიათად. გიორგი რომ არ ყოფილიყო, ნატალი ხომ არ იქნებოდა.
ძალიან ნიჭიერი ადამიანია. მე რომ ცოლად გავყევი თეატრალურზე სწავლობდა. მერე ერთ დღეს გადაწყვიტა და გამოაცხადა - მე ვიქნები მსახიობიო. წავიდა და ჩააბარა. წინასაგამოცდოდ ლექსებს და რაღაცეებს, რომ იზეპირებდა მე მაბარებდა. არაჩვეულებრივი იყო გიორგის პირველი როლი - მერკუციო. მე ვთვლი, რომ ისეთი მერკუციო არ მინახავს. ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. ძალიან ბევრი შეუძლია და მე უფრო მეტს ველი მისგან... მისგან რა, რეჟისორებისგან, რომ უფრო მეტს შესთავაზებენ.



ქართული მოდა


imageქართული მოდის მემატიანე ვარ. ქართულ მოდაზე შემიძლია ვილაპარაკო ძალიან ბევრი. შემიძლია მოგიყვეთ პირველი დღიდან დღემდე - რა შემოვიდა, რა განვითარდა. ვინც კი დიზაინერი არსებობს ყველა ჩემ თვალწინ გაიზარდა. ოცი წელი მისრულდება წელს პოდიუმზე. მეკითხებიან არ ტოვებ, რაღა დროს შენი პოდიუმია? დედაჩემი მეუბნება - დაანებე თავი. ჯერ ერთი არავინ არ მიშვებს, მე თვითონ სულ ფორმაში ვარ, სულ მზად ვარ... ჩემი პროფესია ძალიან მიყვარს, ჩემთვის ყველაფერია. აქ რომ მილიარდები ჩაიდოს მოდაში პარიზი ვერ გავხდებით, მაგრამ ჩვენ უნდა ვეცადოთ ჩვენი ბრენდი გავიდეს იქ, რასაც უკვე ახერხებენ ქართველი დიზაინერები. ”ფრომ თბილისი” უკვე კარგია. ხალხს უკვე მობეზრდა მკვეთრი და ძაან ხმამაღალი ბრენდები. უფრო აინტერესებთ რაღაც ახალი, თან ძალიან მომწონს როცა ქართული შტრიხები დაყვება. „ფასჰიონ წეეკ” მომწონს და ცუდია, რომ წელს არ ჩატარდა. კულტურის სამინისტრომ არასწორი ფორმულირება მისცა, როცა განაცხადა, რომ რომ საქართველოში ეს არ არის ხელოვნება, - ეს ბიზნესია. ამ შემთხვევაში თბილისში ამას დიზაინერები ხელოვნებისთვის უფრო აკეთებენ, ვიდრე ბიზნესისთვის. ბევრი ნიჭიერი და საამაყო დიზაინერი გვყავს.


ომი


საშინელებაა. არ მინდა გახსენება. ცხრა აპრილამდე ომი არ მიგვრძნია, თან თორმეტი წლისაც არ ვიყავი. მახსოვს მე, ჩემი და და მამა, ბებიასთან ვიყავით საავადმყოფოში. იქ მორგიდან გარდაცვლილი ხალხი გამოჰყავდათ. უცებ მამამ მე და ჩემ დას ჩაგვკიდა ხელი და საავადმყოფოს ერთერთ კორპუსში საოცარი სისწრაფით აგვარბენინა, არ მახსოვს რომელ სართულზე. ეს მახსოვს საშინლად, მის მერე მშვიდობიანი მიტინგისაც მეშინია. ხალხმრვალი კონცერტებიც კი არ მიყვარს.


მენატრება


imageბავშვობა. მე ვფიქრობ, რომ ჩავრჩი ბავშვობაში და ვერასოდეს გავიზრდები. გულის სიღრმეში მინდა ბავშვობა. იმიტომ კი არა, რომ პატარა მინდა ვიყო, ასაკს არასოდეს არ ვმალავ. მენატრება ის დრო, ის ადამიანები, ბებოს სითბო...


მძულს


არ მიყვარს, როცა მატყუებენ. ეგრევე ვხვდები. ძალიან განვითარებული მაქვს ინტუიცია. არ ვიცი, მაგრამ ვხედავ, როცა მატყუებენ, მხოლოდ მაშინ კი არა, როცა ვუყურებ, ტელეფონზე და ხმაზეც კი ვხვდები.


რა მაკლია


სულ რაღაც მაკლია, იმიტომ რომ მაქსიმალისტი ვარ. როცა რაღაცას ვაკეთებ და ამბობენ რა კარგია, მე მაინც რაღაც არ მომწონს. ახლა, დღეს არაფერი მაკლია. არ მიყვარს წუწუნი, თუმცა რაღაცეებს გავაუმჯობესებდი. კიდევ... სითბო მაკლია, იმიტომ რომ მარტო ვარ.


მე გავაკეთებდი


imageჩემმა შვილმა რვა წლის ასაკში დახატა ძალიან ლამაზი სახლი, რომელშიც მხოლოდ მოხუცები იყვნენ. კორპუსები, ერთში მხოლოდ კატები იყვნენ, მეორეში ძაღლები. მერე დათვალა, იანგარიშა და თქვა ეს ყველაფერი რომ ავაშენო, მილიონი მჭირდებაო. მე ვუთხარი, თუ მექნება აუცილებლად აგიშენებ. შენ კარგად უნდა ისწავლო, ცნობილი მსახიობი უნდა გახდე და ჰონორარებს რომ აიღებ, მაშინ ააშენებ. რომ შემეძლოს და ჩემ შვილს ამ ოცნებას ავუსრულებდი . არა იმიტომ, რომ დღეს ქველმოქმედება მოდაშია. მეცინება ხოლმე, ეს სიტყვა სწორად არ ესმით. მე ბუნებით ქველმოქმედი ვარ. ჩემი ზედმეტი სახელია ”საქველმოქმედო ფონდი-კრისტი”. თუმცა უფულოდ და უანგაროდაც ვეხმარები ადამიანებს. მერე რა, რომ ხშირ შემთხვევაში ვერ ხედავენ და მადლობას არ იხდიან. მე ამას სამადლოდ კი არ ვაკეთებ, არამედ იმისთვის, რომ ეს მას სჭირდება. დაინახავს თუ არა, ეგ მისი საქმეა.


მე და facebook


მე ვიყავი პირველი ქართველი, ვინც “facebook”გააკეთა 2006 წელს. არცერთი ქართველი მეგობარი არ მყავდა, იმიტომ რომ არავის ჰქონდა. იმდენად კარგად ვიცი, რომ შემიძლია ყველგან შევიდე, მაგრამ ეგეთ რაღაცეებს არ ვაკეთებ. შეიძლება ითქვას ინტერნეტ-ჭია ვარ.


image


0
451
2-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
Mediator image
451
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0