x
image
beko777
Mediator image
მარკუს მეტრეველი არა დოლარებზე არამედ, მხოლოდ ადამიანობაზე იყიდება (ინტერვიუ)

imageმარკუს მეტრეველი: - ჩემთვის ლელა არის ადამიანი, რომლის გვერდით ყოფნა არ შემრცხვება.
მომღერალი მარკუს მეტრეველი ცნობილია თავისი ექსტრავაგანტულობითა და სკანდალურობით. თუმცა 28 წლის მარკუსის გამოჩენამ 45 წლის ლელა მიქელაძესთან ერთად, საზოგადოების მხრიდან იმაზე დიდი აჟიოტაჟი, მითქმა–მოთქმა და აგრესია გამოიწვია, ვიდრე ოდესმე.
ლელამ დაახლოებით ერთი წლის წინ, მარკუსის სიმღერა დუბაიში ერთ–ერთ ღამის კლუბში მოისმინა, დაინტერესდა და მათი ურთიერთობა „ფეისბუქის“ საშუალებით წარიმართა. ისინი ორი თვის წინ შეხვდნენ ერთმანეთს და მას შემდეგ ერთად არიან.
საზოგადოებაში უამრავი კითხვა ისმის მათ ურთიერთობაზე, ლელას წარსულსა თუ ახლანდელ ცხოვრებაზე. როგორც მარკუსი ამბობს, „ერთადერთი კითხვა, რომელიც ისმის არის „რატომ?“ – ამ და სხვა საინტერესო კითხვაზე ამომწურავი პასუხები თავად მარკუსმა და ლელა გაგვცა.


- ვინ არის ლელა მიქელაძე?
- მარკუსი: ლელა არის დუბაიში მოღვაწე ბიზნესმენი, აქვს სტაბილური შემოსავალი და მეტიც.
- ქ–ნო ლელა გვიამბეთ თქვენს ცხოვრებაზე...
- ლელა: - კი ბატონო, მე დასამალი არაფერი მაქვს. ვმოღვაწეობდი ევროპაში. ჩემი კარიერა ფოტომოდელობით დაიწყო. მიყვარდა ეს პროფესია. ვიყავი ძალიან კარგი, ძალიან ლამაზი, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს. რამდენიმე წელში შევწყვიტე ეს საქმე. სულ მქონდა მისწრაფება ბიზნესისკენ.
- დუბაიში როგორ მოხვდით?
- მოგეხსენებათ 25 წლის წინ რა მდგომარეობა იყო საქართველოში. რადგან ქვეყანაში იყო დაძაბული სიტუაცია, რაც მე ძალიან არ მომწონდა, ვინაიდან დაწყნარებულ, სტაბილურ ცხოვრებას ვიყავი მიჩვეული. მთელი ოჯახი გერმანიაში წავედით და ოჯახის დახმარებით ინვესტიცია ჩავდე ერთ–ერთ ძალიან სერიოზულ კომპანიაში (კომპანიას არ დავასახელებ).
image- ამბობენ მარკუსის რჩეული ქმრიანი ქალბატონია, ამაზე რას იტყვით?
- ქმარი მყავდა, მაგრამ ოფიციალურად გაცილებული ვარ. თავისუფალი ადამიანი ვარ.
- შვილი გყავთ?
- შვილი არ მყავს.
- მოდით, ახლა თქვენს ურთიერთობაზე გვიამბეთ, რა არის მიზეზი იმისა, რომ ამხელა ასაკობრივი სხვაობის მქონე ადამიანები ერთად ხართ?
- მარკუსი: ჩემთვის ლელა არის ადამიანი, რომლის გვერდით ყოფნა არ შემრცხვება. ის ადამიანია, რომელთანაც თავს ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ. არის ძალიან ჩამოყალიბებული, განათლებული, შემიძლია მასთან საუბარი, განვავრცო ის თემები, რომლებიც შინაგანად მაწუხებს. ბევრ პატარა გოგოსთან მქონია ურთიერთობა, რომლებთანაც დალაპარაკებაც კი არ შემიძლია, იმდენად არიან ჩემს ინტერესებს აცდენილნი.
- ლელა: - მარკუსი არის ძალიან განათლებული, ჩამოყალიბებული, ნებისმიერ თემაზე შეიძლება მასთან საუბარი. ძალიან კარგი კრიტიკოსია, როგორც საკუთარი თავის, ასევე სხვების მიმართ, რაც ძალიან მომწონს, რადგან მეც იგივე მახასიათებს. ძალიან სიმპათიურია, რაც მე ძალიან მომწონს, „ვაუ“ – ასეთია.
- როგორც ჩანს თქვენ სრული იდილია გაქვთ, არის საკითხები, რაზედაც ერთმანეთს ვერ უგებთ და კამათობთ?
- ჩვენ სულ ვკამათობთ. ეს კამათი ქართველბეს სხვანაირად მიაჩნიათ, თმებით არ ვითრევთ ერთმანეთს და კონსესუსამდე სულ ვაღწევთ.
image- თქვენს ერთად გამოჩენას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. საზოგადოების მხრიდან წამოსული აგრესია, რომელიც თქვენი ურთიერთობის გასაჯაროებას მოჰყვა რამდენად განიცადეთ?
- მარკუსი: - მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან გაურკვეველი სქესისა და წარმომავლობის ადამიანები მირეკავდნენ. „ფეისბუქზე“ არ მაქვს საუბარი. ვერ ვიფიქრებდი, რომ ეს თემა ასე დააინტერესებდათ. ყველას შეკითვა იყო – „რატომ“ და ვერ ვხვდებოდი რა პასუხი გამეცა. ვერ წარმოვიდგენდი ასეთი სასწაული თუ არის ორი ადამიანის ურთიერთობა. მე ყოველთვის მომწონდა ასეთი ურთიერთობები. იცი, რა განვიცადე? – ქალის შეურაცხყოფა, მხოლოდ მე რომ ვყოფილიყავი, ავიტანდი, მლანძღონ, არ არის პრობლემა. ის ახალგაზრდები არ მივლენ ორმოცდახუთ წლამდე და არ შერცხვებათ? მე ეს დამოკიდებულება მთრგუნავს. ძალიან მიყვარს ადამიანები, ბოროტებიც კი, ამის გამო ბევრი მეძახის „ბეყეს“.
- ლელა: - არა მარკო შენ ეგეთი არ ხარ, ეგ თავის თავს დაუძახონ. მარკო ძალიან ემოციურია, მგრძნობიარე და მისი თაყვანისმცემელი ამას თუ გაითვალისწინებს კარგი იქნება. მე ამ ყველაფერს იოლად ვიტან, რადგან ბიზნესმენი ვარ და ბევრ სირთულესთან მიწევს შეჯახება და გატანა, თუნდაც საკუთარი თავის. გადმოდიან ლანძღვაზე, გინებაზე, პირად შეურაცხყოფაზე, მაპატიოს საზოგადოებამ და ნორმალური შეკითხვა დასვან არ შეუძლიათ. როგორც ვხედავ, საქართველოში ხალხის 80 % არ აზროვნებს. მე რა საკრიტიკო ვარ? ჩემამდე მოვიდნენ.
- არ ფიქრობდით, რომ საზოგადოების მხრიდან თქვენი ურთიერთობა უარყოფით დამოკიდებულებას გამოიწვევდა?
image- მარკუსი: - ჩემი ტვინის მეოთხედში, ვიფიქრე რომ ხალხს ცუდი დამოკიდებულება ექნებოდა, განსხვავებული ასაკის გამო. ურთიერთობაში და მეგობრობაში წლები არაფერს ნიშნავს. როცა გიყვარს, არ შეეკითხები შენ რამდენი წლის ხარ, თუ უფროსი ხარ აღარ მეყვარები. მე მყავს კახეთში სამოცდაათი წლის მეგობარი ბებო, რომელიც არის სუპერ ინტელექტუალი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩემი შეყვარებულია და მე იმასთან რამეს ვაპირებ.
- თქვენი ოჯახები როგორ შეხვდნენ ამ ყველაფერს?
- მარკუსი: - მამაჩემი არის ევროპაში, დამირეკა და მითხრა: „შვილო ზრდასრული ადამიანი ხარ, შენი ცხოვრების შენ იცი. ცხოვრებაში იმხელა გამოცდილება გაქვს, ვიცი, შეცდომას არ დაუშვებ და თუ დაუშვი, ესეც გამოსწორებადია“. დედაც იმავე აზრზეა.
- ქ–ნო ლელა თქვენი ოჯახის რეაქცია როგორი იყო?
- მე ყოველთვის ჩემი ოჯახის ინეტერესებს ვიცავდი და დავიცავ. საკმაოდ ცივილური ოჯახი მაქვს. იციან, მე ცანცარა ქალი არ ვარ და ბევრ რამეს ჩემით მივაღწიე. ცხოვრება გავლილი მაქვს. ჩემს გადაწყვეტლიებას პატივს სცემენ. მარკუსთან ურთიერთობა პირიქით, სასიხარულოა ყველასთვის და ყველა მიესალმება.
- მარკუს, ეს შენი რიგითი სკანდალი ხომ არ არის?
- მარკუსი: - ყველამ დაიმახსოვროს, რომ მარკუსს სკანდალები არ სჭირდება. შემდგარი ადამიანია, როგორც კარიერაში, ასევე პიროვნულად. მე არავისზე დაყრდნობით არ მომინდომებია, რომ ცნობილი გავმხდარიყავი.მე ვერ ვიტყვი, რომ სკანდალია, ეს ჩემთვის სასიამოვნო „ნიუსია“ და ვისაც როგორ უნდა ისე მიიღოს, ჩემთვის სულერთია.
image- მარკუს მატერიალური თუ კარიერული მდგომარეობის გაუმჯობესების გამო ხომ არ გადადგი ეს ნაბიჯი?
- ლელა: - ყველაზე ძალიან მაღიზიანებს: „დუბაიში გაიცვალა თავი“. მე ვიცი, მარკოს ბუნება, ხასიათი. ის მოდის ოჯახიდან, მას არასოდეს არ ჰქონია მატერიალური გაჭირვება. ბევრი შემოთავაზება ჰქონდა და შეიძლებოდა დღეს ბევრად უკეთ ყოფილიყო, უფრო დიდ მასშტაბებზე, ვიდრე საქართველოა...
- მარკუსი: ჩემთვის მთვარია პირადი ღირსება. მე ვხამდები, არა, მანქანებზე და ვილებზე, არამედ მხოლოდ მაგარ ადამიანებზე, სიყვარულზე ურთიერთობებზე. მარკუს მეტრეველი მწვანე კუპიურებზე არა, მხოლოდ ადამიანობაზე იყიდება.
- ლელა: - შეიძლება ერთ დღეს მოხდეს ინფლაცია და კარგად მეყოლოს ყველა.
- რამდენად ხშირად ხართ ერთად?
image- მარკუსი: - ყოველდღე. ერთად ძალიან ხშირად ვართ. ყავას ვსვამთ მოფარებულში, ჩრდილში. განვიხილავთ სამომავლო გეგმებს. დავდივართ კინოში, სხვადასხვა ღონისძიებებზე.
- ლელა: - კვირას ბაკურიანში ხომ არ წავიდეთ?
- მარკუსი: - რატომაც არა. ლელაზე ნაწყენი ვარ ამასწინათ ორი დღით გამეპარა დუბაიში და არ ვლაპარაკებოდი.
- როგორ, არ გითხრა რომ მიდიოდა?
- მითხრა წამოდიო, მაგრამ მე ხუმრობით უარი ვუთხარი. კარგიო და წავიდა. ეს ის ქალია, რომელიც არ შეგეხვეწება.
- ქ–ნო ლელა, თქვენს ვიზუალზეც გვითხარით, ასე ლამაზად ბუნებრივად გამოიყურებით თუ პლასტიკური ჩარევების შედეგია?
- მოდი, ერთხელ და სამუდამოდ, რომ მორჩეს ჩემს ვიზუალზე საუბარი, გეტყვით, რომ ძალიან მძიმე ავარიაში მოვყევი. სახის არეში მქონდა მრავალჯერადი დაზიანებები. რომ გამეკეთებინა, პლასტიკური ოპერაციები ბევრად უკეთესი ვიქნებოდი, ვიდრე დღეს ვარ. არც ვიკეთებ, იმიტომ რომ ამ ეტაპზე ასეთი მომწონს ჩემი თავი და მომავალში რა იქნება არ ვიცი.
image- მარკუს ეს ურთიერთობა შენს კარიერაზე რამდენად იმოქმედებს, ხომ არ აპირებ დუბაიში გადასვლას?
- არა, გადასვლას არ ვაპირებ, რადგან ძალიან მიყვარს ქართველი ხალხი და საქართველო. ჩემს კარიერაში არის სიხლეები, ვწერ ახალ კლიპს, მაქვს რეგიონებში, თბილისში დაგეგმილი ღონისძიებები და ვემზადები მის მსოფლიო თინეიჯერისთვის, რომელიც სამხრეთ ამერიკაში უნდა გავხსნა და ეს იქნება საქართველოსთვის დიდი წარმატება.
- ლელა: - მე შევთავაზე მარკუსს დუბაიში წასვლა, რადგან იქ ყველა ფასდება, მაგრამ მარკუსს სამშობლოში ყოფნა ურჩევია, ქართველი ხალხი უყვარს. მინდა მარკომ ყველაფერი კარგი ნახოს, თორემ მე ცხოვრება გავლილი მაქვს, ეს ყველაფერი ნანახი მაქვს.
- რას დაარქმევდით თქვენს ურთიერთობას, დაოჯახებას აპირებთ?
- მარკუსი: - დღეს ეს ურთიერთობა მოგვწონს და მემგონი კარგ შედეგებამდე მიგვიყვანს.მე ამ ურთიერთობას სიძე-პატარძლის ფორმატში ვერ ჩავსვამ, თუმცა ყველაფერი კარგად ვითარდება დ ავნახოთ, რა იქნება... ჯერჯერობით ვართ კარგი მეგობრები და რაღაც ცოტა მეტი... გამორიცხული არაფერია... მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ხალხს იმ კრიტიკისთვის, რომელიც ჩვენს მიმართ გამოხატეს და ვეტყვი, ერთ ციტატას: - უღირსი ღირსეულს ლანძღვით თუ გაუტოლდება,
როცა ხვდება რომ, ღირსებით მას ვერ გაუსწორდება.


მოამზადა
ხათუნა კორთხონჯიამ

2
992
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:beko777
beko777
Mediator image
992
  
2015, 2 მარტი, 17:40
ეს ვითომ 45 წლისა, ახლა ამას ვინ ჭამს :)
2015, 21 თებერვალი, 15:01
სად ნახა ეს დენიკინის დროინდელი ნაშა
0 1 2