x
image
beko777
საქართველოს დაჯილდოების ცერემონიალმა „მეგამ“ საქართველოს კულტურის სამინისტრო დააჯილდოვა
imageურპეცედენტო პომპეზურობა „მეგას“ 15 წლის იუბილეზე


რამდენიმე დღის უკან გამართულმა საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების „მეგას“ მე-15 საიუბილეო ცერემონიალმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და ალბათ ბევრისდაგასაკვირად უპრეცედენტოდ მასშტაბური, პომპეზური ღონისძიება შესთავაზა საზოგადოებას, რომელიც ბოლო წლებია თითქმის მხოლოდ ნეგატიური კუთხით უყურებს ქართულ შოუ-ბიზნესს და მასში მოღვაწე ქართველ ვარსკვლავებს თუ ვარსკვლავობისთვის მებრძოლ პერსონებს (ღიმილი)


მოგეხსენებათ ცერემონიალის დამაარსებელი ბესიკ ჩუბინიძე, რომელმაც ღონისძიებას საფუძველი მე-20 საუკუნის ბოლოს ჩაუყარა, ცნობილია თავისი ხისტი გამონათქვამებით და მოქმედებებით, რომელსაც ის, თავისი მოღვაწეობის მანძილზე, მოურიდებლად აფიქსირებს ხოლმე ყველას და ყველაფრის მიმართ რაც მოსწონს და რაც არ მოსწონს, ალბათ ამის მიზეზია, რომ მტრების რაოდენობას ეს ჟურნალისტი არასოდეს უჩიოდა, თუმცა ფაქტი ერთია - დაჯილდოების ცერემონია, რომელსაც მან ჩაუყარა საფუძველი და 1999 წელს დაარსა, დღესაც აქტუალურია, სწორედ იმ შკალით რა საზომითაც დღეს ქართული ხელოვნებაა პრიორიტეტი საქართველოში.


imageრაც შეეხება თავად ცერემონიას: - პომპეზურობა რომელიც წელს 5 დეკემბერს „თბილისი არტ-ჰოლის“ დარბაზის წინ შესთავაზეს ორგანიზატორებმა, მაყურებელს თავიდანვე დადებითად დამაინტრიგებელ შთაბეჭდილებას ტოვებდა და ხალხს განაწყობდა მეტი სანახაობისთვის - წითელი ხალიჩები, სასიამოვნო მუსიკა, ქართველი ვარსკვლავეთის ყველა (!) თაობის წარმომადგენელი მეუღლეებთან და სტუმრებთან ერთად, მოწვეული სტუმრები, უამრავი ჟურნალისტი საქართველოს ყველა (!) რეგიონიდან და თითქმის ყველა ქალაქიდან ჩამოსული ტელევიზია (ე.წ. ცენტრალური ტელევიზიები, როგორც აღმოჩნდა ორგანიზატორს არც კი მოუწვევია, ან მოუწვევია და არ მოვიდნენ), ყვავილები, ღიმილი და რაც ყველაზე მთავარია, მიუხედავად ყინვისა - ერთმანეთის ნახვით და ერთად შეკრებით გამოწვეული სითბო ყველაში ერთად.



წითელ ხალიჩაზე უსაფრთხო და ორგანიზებულ შესვლას დარბაზამდე დაცვის სამსახური „ვიქტორია სექურითის“ დაცვის სამსახურის 10 თანამშრომელი უზრუნველყოფდა, ღონისძიების წამყვანები ბესო ჩუბინიძე და მისი კოლეგა უმშვენიერესი ლელა ნინუა (რომელსაც ნანა მელქაძის ულამაზესი ცისფერი კაბა ემოსა) სათითაოდ აცხადებდნენ ყველა იმ ცნობადი სახის სახელებს, რომლებსაც ხალიჩაზე გავლით დარბაზში უწევდათ შესვლა (მათ შორის „მეგას“ ნომინანტების გარდა, უბრალოდ მოწვეული სტუმრები).


imageყველაზე ამაღელვებელი მაინც წითელ ხალიჩაზე ფეხმოტეხილი და კასტილებით შემოსული ნუცა ბუზალაძის ვიზიტი იყო, რომელიც მიუხედავად ყველაფრისა ცერემონიაზე მაინც გამოცხადდა და საკუთარ თავსაც სცა ამით პატივი და მის თაყვანისმცემლებსაც.


თავად დაჯილდოების პარტნიორები ამჯერად ქართული ზეთის კომპანია „ქარვა“ იყო, მასთან ერთად სარეკლამო სააგენტო „დეიზი“, ბაკურიანის სასტუმრო „იქს-ჰოტელი“, ბრენდ-ტანსაცმლის მაღაზია „მოდარტი“ (თბილისი), კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, დაცვის სამსახური „ვიქტორია სექურითი“, სარელაქსაციო ცენტრი „ნირვანა“, მედია-პარტნიორები კი მედია-კავშირი „ობიექტივი“, ინტერნეტ-პორტალი „გოგაჯჯჯ.ქომ“, რადიო „დარდიმანდი“ და „აფხაზეთის ხმა“ და ღვინო „ქართული ვაზის“ კომპანია...


ცერემონიალი ტრადიციულად საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა, რის შემდეგაც წამყვანებმა აიღეს ინიციატივა საკუთარ თავზე და ნომინაციების განაწილებაც ულამაზესი ფეირვერკის შემდეგ დაიწყო და ე.წ. „ექშენის“ რეჟიმში გრძელდებოდა თითქმის 3 საათის მანძილზე (სხვათაშორის ცერემონია, ასევე ფეირვერკის თანხლებით დამთავრდა, იმ სიურპრიზის ფონზე, რომელსაც პოლიტიკური პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის - ირმა ინაშვილის და მედია-კავშირ „ობიექტივის“ ჟურნალისტების მიერ შესრულებული მუსიკალური ჰიმნი ქვია)


რაც შეეხება ნომინაციებს ისინი ასე გადანაწილდა

1. წლის კონცერტი - თემურ წიკლაური (ქ.თელავის სოლო-კონცერტი)
2. წლის პოპულარული სიმღერა – „კართან მოვა შემოდგომა“ - ჯგ.„გამოუვალი მდგომარეობა“
3. წლის პოპულარული მომღერალი - დათო კენჭიაშვილი
4. წლის დუეტი - ოთიკო ანდრიაძე და ოთო ბერიშვილი
5. წლის კლიპი - ანი სირაძე
6. წლის ჯგუფი - ანსამბლი „გორდელა“
7. საუკეთესო სასცენო იმიჯი - თემურ წიკლაური
8. ხალხის სიმპატია - ბესო კალანდაძე
9. ყველა თაობის მომღერალი - ვახო ტატიშვილი
10. პოპულარული კომპოზიტორი - ნუგზარ ერგემლიძე
11. პოპულარული ავტორ-შემსრულებელი - პანჩო
12. "ოძელას მეგა" - (დათო ოძელაშვილის სახელობის "მეგა" - შემოქმედებითი ღვაწლისა და მუსიკალურ ხელოვნებაში შეტანილი წვლილისათვის) - მიშა ზაქარეიშვილი
13. "თეონას მეგა" - (თეონა ქუმსიაშვილის სახელობის "მეგა" - ფოლკლორის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის) - ნათია ქოროღლიშვილი
14. ბრენდი - საქართველოს ოქროს ვარსკვლავი - მერაბ სეფაშვილი
15. ბრენდი - საქართველოს ოქროს დუეტი - „ორი ჯუჯა“
16. საუკეთესო ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი – „გორულა" (ქ.გორი)
17. საუკეთესო ვოკალისტი (ქალი) - სოფო ბედია
18. საუკეთესო ვოკალისტი (კაცი) - ბორის ბედია
19. წლის პროდუქტიული მომღერალი - დათო კენჭიაშვილი
20. პოპულარული პატრიტული სიმღერა - თემურ წიკლაური „იარონ“
21. წლის სკანდალი - ხატია წერეთელი „სიმღერა ქართულ ჯარს“
22. წლის სირცხვილია (ნომინაცია "უხერხულია") – „ახვარი მამა“ ერეკლე დეისაძე
23. ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის (ჟურნალისტი) - ნინო მჭედლიშვილი (ჟურნალი „რეიტინგი“)
24. რესტორნის საუკეთესო მომღერალი - რესტორანი „კრწანისი“
25. ქართულ-ებრაული წლის სიმღერა - ბაია გიორგაძე „ოდა ისრაელ“
26. ქართულ-ებრაული წლის დუეტი - ბადრი ჯანაშვილი და ზურა ჩინჩალაძე
27. წლის ნიჭიერი - ნუცა ბუზალაძე


imageაუცილებელი გამოსარჩევია ის ფაქტი, რომ „მეგა“ სწორედ იმ რეალური ობიექტურობით გამოირჩევა, როცა არასოდეს, არავინ წინასწარ არ იცის რომელ ნომინაციაშია გამარჯვებული და ვისი სახელი და გვარი დევს იმ ულამაზეს კონვერტებში, წამყვანების მშვენიერ დამხმარე გოგონებს, რომ გამოჰქონდათ სცენაზე.
საოცრად მოულოდნელი იყო „მეგასგან“ საქართველოს კულტურის სამინისტროს დაჯილდოება (პროექტით „მოძრავი ფილარმონია“ - ხელმძღვანელი ბესო ბერულაშვილი) ნომინაციაში „წლის პროექტი“, მოულოდნელი იმიტომ, რომ ღონისძიების დამაარსებელი მაქსიმალურად აკრიტიკებს სამინისტროს და მის უუნარობას, განასკუთრებით მაშინ, როცა ერთადერთ (!) ქართულ, ისტორიულ დაჯილდოების ცერემონიას 1 ლარითაც არ (და არა - ვერ) დაეხმარა, ჯერ კიდევ გაუგებარი მიზეზების გამო და ჩუბინიძის აღნიშნულმა, აშკარად სტრატეგიულმა ნაბიჯმა, დარბაზში გაოცებაც კი გამოიწვია - გაოცება და კიდევ ერთი დარწმუნება ღონისძიების ობიექტურობაში! ბრავო „მეგა“... ეს, იყო მოკლე კომენტარი ორგანიზატორის ამ ნაბიჯზე კულტურის სამინისტროს მიმართ.


სხვათაშორის ნომინაციაში „წლის სირცხვილია - უხერხულია“ ვინმე ერეკლე დეისაძის ნამღერის „ჩემი ახვარი მამა“ გამოცხადების შემდეგ, დარბაზს შვების ოხვრამ გადაუარა და ტაშის ხმა აშკარად ფარავდა გახმოვანების აპარატურის ფანფარების ხმას, სამწუხაროდ (ალბათ საბედნიეროდ) მე არაფერი მსმენია ამ კომპოზიციის შესახებ და როცა პირველ სტროფს მოვუსმინე, მაშინვე მივხვდი - სადა ვბანაობთ თურმე და რატომ არც კი ჩათვალა ჩუბინიძემ უფრო მეტი „რეკლამა“ გაეკეთებიბა ამ სამარცხვინო შინაარსის „კლიპისთვის“. (როგორც მერე მითხრეს, მგონი მსახიობ დუტა სხირტლაძეს სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით დაუფიქსირებია თავისი ნეგატიური დამოკიდებულება სოციალურ ქსელში - „მოვტ*ან მეგა“, ამ სტატუსით და მომყოლი კომენტარებით - „სირცხვილი იმ „მეგას“ სადაც თემურ წიკლაურის კონცერტი გახდება „წლის საუკეთესო კონცერტიო“ - ალბათ ხვდებით, რომ აქ კომენტარები ზედმეტია (ღიმილი)


imageთვალში საცემი იყო ნომინაციაში „წლის სკანდალი“ ხატია წერეთლის გამოცხადება, რომელიც მისმა გახმაურებულმა პროექტმა „ვუმღერ ქართულ ჯარს“ დაიმსახურა, ხატია დარბაზიდან მშვიდად ავიდა სცენაზე, მშვიდად ჩაიბარა კუთვნილი „ყვითელი ჰალსტუხი“ და მადლობაც „დასტოინად“ გადაუხადა საზოგადოებას, კლიპი კი, სცენაზე დიდ ეკრანზე დამატებით გავიდა.


აღარაფერს ვამბობთ იმ ბუმბერაზ ადამიანებზე რომლებიც საიუბილეო „მეგაზე“ იყვნენ მოწვეულები, ზოგი ნომინანტად, ზოგი სტუმრად და მაყურებლად, - სხვათაშორის ორგანიზატორებს რამდენიმე ნომინაციის სიიდან ამოღება და გაუქმება ცერემონიამდე 2 კვირით ადრე მოუწიათ ფინანსური კრიზისის გამო, მაგალითად „წლის რეპერი“, „მომავლის ვარსკვლავი“ „წლის დებიუტი“ და ა.შ. თუმცა იყო ერთი ახალი და ვფიქრობ დროსთან შესაბამისი ნომინაცია „წლის საუკეთესო რესტორნის მომღერალი“ სადაც აშკარად დამსახურებულად რესტორან „კრწანისის“ გუნდმა გაიმარჯვა და დარბაზში თავიანთი გამოსვლით ეს, კიდევ ერთხელ დააფიქსირა საზოგადოების წინაშე.
სხვათაშორის ყველაზე საინტერესო კომენტარი აღნიშნულ დაჯილდოების ცერემონიალზე ნუგზარ ერგემლიძემ გააკეთა - ეს ჩუბინიძე უფულოდ ასეთ „მეგას“ ატარებს და წარმოგიდგენიათ, ამას, რომ ფული მისცეს შესაბამისმა სტრუქტურებმა, თავს ნამდვილ ვარსკვლავებად გვაგრძნობინებსო.... არ შემიძლია ერგემლიძის ამ კომენტარს რამე დავამატო... (ღიმილი)


დანარჩენს კი, ვეცდებით ფოტოებით გაგაცნოთ


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage






























0
152
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
152
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0