x
image
beko777
Mediator image
გია სურამელაშვილს 4 მილიონს არ უხდიან, მეტიც - ბათუმში საერთოდ არ იწვევენ
image- ბოლო დღეებია ძალიან სასაცილო ჭორებს ავრცელებს ქართული ნეტ-მედია და იმდენად სასაცილოს, რომ უკვე ინფორმაციები ხშირ შემთხვევაში სატირალიც კი ხდება, - სწორედ ამ კატეგორიაში გადის ალბათ ამბავი იმისა, თუ როგორ უხდიან გია სურამელაშვილს ბათუმში სოლო-კონცერტის ჩასატარებლად 4, 000, 000 ლარს - და რამდენად უნიჭო უნდა იყო ჯერ ჟურნალისტი და მერე ადამიანი, რომ ამ ინფორმაციის 0, 41% მაინც დაიჯერო ადამიანმა :))))))


დიახ, იყო საუბრები გია სურამელაშვილის ბათუმში კონცერტის გაკეთებაზე იმ დარბაზში, რომლის შენახვა-მოვლა-პატრონობა ჯდება წელიწადში 4, 000, 000 ლარი   (თურმე) და არა ის, რომ - სურამელაშვილს უხდის ბათუმის მუნიციპალიტეტი ამ თანხას თავის სოლო-კონცერტში. ატეხილ აჟიოტაჟს როგორც იქნა გამოეხმაურა აჭარის კულტურის სამინისტრო და აი რა განაცხადეს მათ....


გვსურს გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ბათუმში გია სურამელაშვილის კონცერტის დაფინანსებასთან დაკავშირებით და ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სიპი „მუსიკალური ცენტრი“ ამა წლის აპრილის შუა რიცხვებში გეგმავს მუსიკალური ფესტივალის გამართვას, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ჟანრის შემსრულებლები მონაწილეობენ. ფესტივალისთვის მზადების პერიოდში ხდებოდა მოკვლევა თუ რომელი მომღერალი რა პირობით შეძლებდა მონაწილეობას. სწორედ ამ მიზნით, გია სურამელაშვილს დაუკავშირდა მუსიკალური ცენტრი და მომღერლის მოწვევის ღირებულება დაადგინა.
დღეის მდგომარეობით, გვსურს განვაცხადოთ რომ გია სურამელაშვილი არ მოხვდა იმ შემსრულებელთა სიაში, ვინც მონაწილეობს ფესტივალში. ასევე აქვე განვმარტავთ, რომ გია სურამელაშვილის მოწვევა ცენტრს დაუჯდებოდა 3, 500 ლარი და არა 4 მილიონი, რომელიც მუსიკალური ცენტრის მთელი წლის დაფინანსებას შეადგენს.



image

0
114
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
Mediator image
114
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0