შოუბიზნესი სკანდალი ჯაჯანიძის შოუს ჩაწერაზე, მართლა ითრიეს თუ არა თმით ეკა ყურშიტაშვილმა და მულატკამ, მერსი და თაკო ვაშალომიძე? 2015, 27 თებერვალი, 12:26 ![]() წუხელ საღამოდან, სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა დაუზუსტებელი ინფორმაციები იმის შესახებ, რომ თითქოს გია ჯაჯანიძის მორიგი შოუს ჩაწერაზე, სტუმრებმა ერთმანეთი თმით ითრიეს და დაპირისპირება ფიზიკურ შეურაწყოფაში გადაზარდეს, რაც უნდა ითქვას, რომ მტკნარი სიცრუე აღმოჩნდა, რადგან როგორც ჩაწერაზე დამსწრე სტუმრებთან გავარკვიეთ - ფიზიკურ შეურაწყოფამდე საქმე არ მისულა, თუმცა სიტყვიერი შეურაწყოფა - იცოცხლეთ. გადაცემა, რომელიც 5 მარტს უნდა გავიდეს ეთერში, ერთი კვირით ადრე ჩაიწერა და სხვა სტუმრებთან ერთად იმ რვა ადამიანს მასპინძლობდა, რომელთაც თემა "ქართული მენტალობა" უნდა განევრცოთ: - თაკო ვაშალომიძე, მერსი სულხანიშვილი, ბლოგერი გურამი, მულატკა, ბესო ჩუბინიძე, ეკა ყურშიტაშვილი, თეა დარჩია და კოტე თოლორდავა, ეს ის სტუმრები არიან რომლებსაც მოუწიათ "ქართული მენტალობის" ან დაცვა, ან უარყოფა. ![]() ![]() ჩაწერა თავიდანვე სკანდალით დაიწყო, მას შემდეგ რაც გია ჯაჯანიძე ბესო ჩუბინიძემ თემებით მანიპულილერაბასა და არასაინტერესო ხალხის (გეები, ტრანსგენდერები, ლესბიანკები, გაუპატიურებულები და გამაუპატიურებლები) პოპულარიზაციაში დაადანაშაულა (რაც მთელს გადაცემას ფონად გასდევდა), საერთოდ ჟურნალისტი ჩუბინიძე ცნობილია თავისი ხისტი გამოსვლებით და შეხედულებებით ყოველგვარი ქართულის დაცვასთან მიმართებაში, რაც არც ამ შოუში დაუკლია და მიუხედავად იმისა, რომ მისი გამონათქვამი - შვილს გაზრდამდე ხანდახან ტრაკზე თუ წამოარტყავ ეს ცოდვად და ბავშვის უფლებების დარღვევად არ მიიჩნევაო, გადაცემის წამყვანმა და რამდენიმე მასპინძელმა - ძალადობად შეაფასეს და მაქსიმალურად ცდილობდნენ "ბავშვზე ტრაკზე წამორტყმა" საზოგადოების თვალში - ცემად, შეურაწყოფად და დაჩაგვრად წარმოეჩინათ, რაც საბოლოო ჯამში არ გამოვიდა. ![]() ![]() საბოლოო ჯამში, როგორც გაირკვა შოუ შედგა და გადაცემა, რომელმაც ხუთშაბათი საღამოს ყველა რეიტიგი მოხსნა და თვით ბებერი "პროფილიც" კი ჩაძირა და მაყურებელი სრულად წაართვა, - მთლიანად გამოვიდა! შოუ შედგა და სტუმარ-მასპინძელიც (რომელთა უმრავლესობა თურმე ნასვამი მჯდარა ეთერში მეტი გამბედაობისთის) გაღიმებული დაიშალა - საზოგადოება კიდევ ერთ ხუთშაბათ საღამოს გადააგორებს და ლარის, დოლარის და ევროს კურსი კი, იშვიათად გაახსენდებათ, პური და სანახაობა... სანახაობა შედგა! ხალხი ახლა პურს ელოდება! 5284 3-ს მოსწონს 1-ს არა
|