საზოგადოება 120 კილოიანმა ქალმა ნიანგი კინაღამ გაჭყლიტა 2014, 21 მაისი, 15:44 ორმეტრიანი ნიანგი სახელად "ფედია" სევერომორსკში გასტროლებზე მიემგზავრებოდა.
მტაცებელი მიკროავტობუსით გადაჰყავდათ, ავტომობილმა გზად ორმოში ჩაარტყა და შეჯანჯღარდა, მძინარე ნიანგს ზემოდან დაეცა ცირკის ბუღალტერი, ქალი წინა სავარძელზე იჯდა და ღვედი შეკრული არ ჰქონდა. ამ ამბავში თითქოს დიდი არაფერია, რომ არა ერთი გარემოება, -ქალი 120 კილოგრამს იწონის, იუწყება "Комсомольская правда". -ჩვენ სასწრაფოდ გადავიყვანეთ ფედია უახლოეს ვეტერინარულ კლინიკაში, ნიანგი გამოიკვლიეს, საწყალ ცხოველს მთელი 3 საათი აღებინებდა, შეგევეშინდა იმის, რომ შესაძლოა შიდა ორგანოები დაზიანებული ჰქონდა.თუმცა საბედნიეროდ ნიანგი გადარჩა და ნელ-ნელა გამოკეთდა, სულ მალე მაყურებლების წინაშეც გამოვა-განუცხადა "КП"-ს კორესპონდენტს "Интерцирк"-ის ადმინისტრატორმა ვასილი კოლოსმა. ბუღალტერისთვის ინციდენტი მსუბუქი დაზიანებით და ნაფხაჭნით დამთავრდა, აგრეთვე ურჩიეს, რომ გახდეს და თან უსაფრთხოების ტექნიკა დაიცვას. 43 3-ს მოსწონს
|