x
image
K.P.
ქართველ პარლამენტარებზე გაბრაზებული გიორგი ნაზღაიძე: "მიმიფურთხებია ასეთი სახელმწიფოსთვის"

imageგიორგი ნაზღაიძე მოდელი და ტელე-რადიო წამყვანი გახლავთ. ის სკანდალებში ძალიან ხშირად ეხვევა და თამამი განცხადებებითაც გვანებივრებს. ამჯერად მისი კრიტიკა ქართველ პარლამენტარებს ხვდათ წილად. "პარლამენტარს ხელფასი უნდა მოემატოს, იმიტომ რომ, მათი განცხადებით, ხელფასი მიზერულია. არ გრცხვენიათ? ხალხმა რა უნდა თქვას, მათ მიზერულ შემოსავალზე. პ.ს. მიმიფურთხებია ასეთი სახელმწიფოსთვის"-წერს გიორგი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტი მომავალი წლისათვის ბიუჯეტს 2 მილიონ 604 ათასი ლარით ზრდის. გაზრდილი თანხა კი შრომითი ანაზღაურების ზრდას და ავტოპარკის განახლებას მოხმარდება. პარლამენტარების ამ გადაწყვეტილებას საზოგადოებაში დიდი აგრესია მოჰყვა.image

ბოლო დროს ნაზღაიძეს პირდაპირობა და კრიტიკული მოსაზრებების სახალხოდ დაფიქსირება დასჩემდა. რამდენიმე დღის წინ მან ქართული შოუბიზნესის წევრები გააკრიტიკა.

"სირცხვილია, როდესაც გამოდიან შოუბიზნესის წარმომადგელები და საუბრობენ თუ როგორ ცხოვრობენ, როგორ ერთობიან, რა აცვიათ რამდენი გადაუხდიათ სამოსში და ა.შ. მოდით რეალურად ისაუბრეთ როგორ ცხოვრობთ და როგორ მძ...რში ხართ, იმის საშუალებაც არ გაქვთ რომ საწვავი ჩაასხათ ავტომობილებში და გაზზე გადაგყავთ, ბრენდულ პატენტ სამოსს იცვამთ და ბრენდებად ასაღებთ, ერთ ფინჯან ყავაზე სხედხართ მთელი საღამო და ელოდებით ვინმემ გადაგიხადოთ, ისვენებთ თბილისში და გუგლიდან აკოპირებთ ფოტოებს, ვითომდა სადღაც იმყოფებით (თქვენი თავი გამოაჩინეთ ამ ფოტოებში, არ თქვათ მოდაშია მხოლოდ შენობების გადაღება) სირცხვილია, სირცხვილი ვის უმტკიცებთ ან რას. ყველას არ ეხება, მაგრამ დიდ პროცენტს კი"-წერდა ნაზღაიძე სოციალურ ქსელში.image

0
307
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
307
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0