x
image
beko777
Mediator image
ვინ არის „გიზი” და რატომ გადაწყვიტა ამ ბრენდის გაკეთება?
ვინ არის „გიზი” და რატომ გადაწყვიტა ამ ბრენდის გაკეთება?


imageმე ვიყავი „ვალენტინოს” ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში. გარდა ამისა, კეკელიძეზე მქონდა სილამაზის ცენტრი. ალექსანდრე ვოლკოვი, რომელიც ახლა „გიზის” მთავარი დიზაინერია და პირველ ხაზზე მუშაობს, იყო ჩემი „იმიჯ-მეიკერი”. საზღვარგარეთ, როდესაც მის მიერ შემოსილი მივდიოდი, ყოველთვის დიდ მოწონებას ვიმსახურებდი. ერთხელაც მომივიდა იდეა, მქონოდა ჩემი ბრენდი, გავუზიარე ალექსანდრეს, დამთანხმდა და ასე ჩავანაცვლე „ვალენტინო” ალექსანდრეთი. მე ვარ დამაარსებელი ამ ბრენდის, ხოლო ალექსანდრე მთავარი დიზაინერი.
როგორ დაიწყო ყველაფერი, პირველი ნაბიჯები - საქართველო, უკრაინა, ყაზახეთი...


image
წინა წელს, იანვარში დავიწყეთ კოლექციაზე მუშაობა. პირველი ჩვენება გვქონდა 21 სექტემბერს, „მათე-მოტორსში”, აკაპელას თანხლებით, საზოგადოებამ დაიცვა „დრეს-კოდი”. 18 ოქტომბერს კი მაღაზია პომპეზურად გავხსენით. ვიყავით უკრაინაში, ვაწარმოეთ მოლაპარაკებები „ბაიერებთან” და უკვე სამი „ბაიერი” ელოდება უშუალოდ ჩვენს ჩვენებას. იქაც დიდი ფურორი მოვახდინეთ. ჩვენმა დიზაინერმა 5 დღეში შექმნა ტანსაცმელი, რომლებიც 5 დღის მანძილზე მე, დიზაინერსა და ჩვენს მენეჯერს გვეცვა, ყოველდღე სხვადასხვა. ჩვენი ვიზუალიდან, ჩაცმულობიდან გამომდინარე ხალხი, ჟურნალისტები დაინტერესდნენ და ელოდებიან ჩვენს კოლექციას. უკვე ვიყავით ყაზახეთში, სადაც ”ფასჰიონ-წეეკ” ჩვენ დავხურეთ. შემდეგ ორ კვირაში ჩატარდა ყაზახეთში ”გეორგიან ფასჰიონ დაყ”, ჩვენ არ გვინდოდა ძველი კოლექციით წარვდგენილიყავით და ალექსანდრემ ორ კვირაში შექმნა ახალი კოლექცია. ჩვენთან ერთად წამოვიდა რამოდენიმე დიზაინერი, ჩვენება ჩვენ გავხსენით. ქართველი დიზაინერების ყაზახებთან დამაკავშირებლები ვიყავით ჩვენ-ბრენდი „გიზი”, ჩვენი მენეჯერი იყო ამ ყველაფრის ორგანიზატორი.


... და პარიზი...



imageრამდენიმე დღეა ჩამოვედით პარიზიდან, სადაც ჩატარდა გამოფენა -„არტ-გეორგია” და სადაც ჩვენ წარვსდექით საზოგადოების წინაშე. პარიზისათვის სულ ახალი კოლექცია შეიქმნა. ეს იყო უფრო საჩვენებელი, სამომავლო, საიმიჯო, ცოტა არტ-კოლექცია.
მომხმარებელს ვთავაზობთ...
მომხმარებელს ვთავაზობთ ყველანაირ მომსახურეობას - უმაღლესი ხარისხის ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, ჩანთებს, ქუდებს, ყველა სახის აქსესუარს. ვმუშაობთ მეორე ხაზზეც, რომ ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი. ვმუშაობთ ექსკლუზიურ, ინდივიდუალურ, ნებისმიერი სირთულის შეკვეთებზე. თქვენზე პროფესიონალები იზრუნებენ. აქვე, ქვედა სართულზე გვაქვს სილამაზის ცენტრი, სადაც ყველანაირი მომსახურეობაა. ვიყენებთ ნატურალურ, უმაღლესი ხარისხის ქსოვილებს... ეს იქნება ბეწვი, ტყავი თუ სხვა რამ. მომსახურების სრული სპექტრია აბსოლუტურად.
სამომავლო გეგმები...


ყაზახეთში წარვადგენთ ჩვენს მეორე ხაზს. უკრაინაში თუ ყველაფერი კარგად იქნება და ჩატარდება „ფასჰიონ წეეკ” ჩვენც მივიღებთ მონაწილეობას. ზაფხულში იქნება მეორე გამოფენა პარიზში „არტ-გეორგია” სადაც ახალ საზაფხულო კოლექციას წარვადგენთ. ვმუშაობთ იმაზე, რომ საზღვარგარეთ გავიდეთ, ხოლო საქართველოში წარმოება გავაფართოვოთ. წელიწადში ორჯერ გვექნება ჩვენება გაზაფხული-ზაფხული, შემოდგომა - ზამთრის კოლექციები.
ჩვენი წარმატების საიდუმლო


ალექსანდრე ვოლკოვი: მთავარი აზრი მაინც ბრენდის ფილოსოფიაა, რომლის იდეოლოგიაა თითოეულ ადამიანს, რომელიც ბრენდის სულისკვეთებას ტანისამოსით შეიგრძნობს, გახდნენ ამ იდეის მფლობელები. მთავარია, იყვნენ თამამები და მკვეთრად გამოხატონ თავიანთი - მე, პიროვნება...


მოამზადა ხათუნა კორთხონჯიამ


image


0
126
1-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:beko777
beko777
Mediator image
126
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0