x
image
beko777
(მოდელი ბიჭები) მაქსი მაჭარაშვილი: - ქართველ ხალხს ბევრი რამ არასწორად ესმის
(მოდელი ბიჭები) მაქსი მაჭარაშვილი: - ქართველ ხალხს ბევრი რამ არასწორად ესმის


დამიჯერეთ ეს საქმეა, რომელიც დიდ შრომას მოითხოვს და თუ გულით მიუდგებიან წარმატებას აუცილებლად მიაღწევენ.


სანამ თქვენ ჩემს გაკრიტიკებას დაიწყებთ გადახედეთ თქვენს განვლილ ცხოვრებას და მერე გამაკრიტიკეთ!



image- სამოდელო სფეროში საკმაოდ პოპულარული ხარ, ბავშვობაში წარმოიდგენდი, რომ შენი ცხოვრება სამოდელო კარიერას დაუკავშირდებოდა?
- ბავშვობაში არასდროს მიფიქრია მოდელობაზე. მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში მოსული სამოდელო სტუდიების წარმომადგენლები ხშირად მე მაყენებდნენ ფეხზე და მაძლევდნენ საკონტაქტო ბარათს. ეს ფაქტი ჩემთვის სასიხარულო არ იყო, პირიქით ნერვებზე მოქმედებდა და მათი გასვლისთანავე ვხევდი :). ჩემი თავი მოდელად ვერ წარმომედგინა და მეთაკილებოდა კიდეც. თან სპორტით ვიყავი დაკავებული და იმის იქით არაფერი მაინტერესებდა. 5 წლიდან 16 წლამდე ჯერ ტანვარჯიშით, შემდეგ კი ძიუდოთი ვიყავი გატაცებული, მაგრამ ტრამვის გამო აქტიურ სპორტს თავი დავანებე.
- რატომ ვერ წარმოიდგენდი თავს მოდელად და რატომ თვლიდი, რომ ეს საქმიანობა სათაკილო იყო?
- ქართული ტრადიციების მატარებელ ოჯახში გავიზადრე და უბანიც ცოტა ისეთი მქონდა, სადაც მოდელობა „ტეხავდა“, თან მე სპორტი მაინტერესებდა და ყოველთვის დიდ ძიუდოისტად უფრო წარმოვიდგენდი თავს.
- როდის დაიწყო შენი სამოდელო კარიერა და როგორი იყო პირველი ნაბიჯები?
- გაგიკვირდებათ და სპორტის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში მთავარი ინტერესი „მექალთანეობა“ იყო. სპეციალურად ვკითხულობდი ჟურნალებს და წიგნებს, რომ უფრო კონკრეტულად შემესწავლა ქალის ხასიათი და რასაც ვსწავლობდი პირად ცხვრებაში ვცდიდი :)) სწორედ ამიტომ გავყევი ჩემს მოდელ ძმაკაცს ერთ-ერთ კასტინგზე, ვიცოდი იქ ბევრი ლამაზი გოგო იქნებოდა.. მე სტუმრის სტატუსით ვიყავი მისული, მაგრამ სრულიად მოულოდნელად ისე მოხდა, რომ იმ კასტინგზე მოდელი ბიჭების მაგივრად მე ამაყენეს ფეხზე და კამერასთან რაღაცეების გაკეთება მთხოვეს, რის შემდეგაც დამამტკიცეს 10 წუთიან მონაკვეთზე „ბიზნეს კურიერში“ მაღაზია „სამოსელი პირველი“-ს რეკლამირებისთვის. ამის შემდეგ დამეკონტაქტა ერთ-ერთი საუკეთესო სამოდელო სააგენტოს დირექტორი ნინო ცქიტიშვილი და გასაუბრებაზე დამიბარა. ვფიქრობდი წავსულიყავი თუ არა.. ჩემს თავში მყოფი უაზრო სტერეოტიპები გვერდზე გადავდე და წავედი. ქალბატონი ნინო ისე მესაუბრა, რომ დამაინტერესა ამ საქმით. მეც დავთანხმდი და სამოდელო სააგენტო Lოოკმოდéლს-ში 3 წლიანი ხელშეკრულება გავაფორმე. მალევე ჩვენება მქონდა და პოდიუმზე გასვლის წინ ძალიან ვღელავდი, მაგრამ სამი ჭიქა კონიაკი დამეხმარა (იცინის)
ისე კარგად გავედი და გამოვედი არც არაფერზე მიფიქრია საერთოდ. აი ასე შემთხვევით მოვხვდი სამოდელო სფეროში.
- გარდა სამოდელო საქმიანობისა სხვა პროფესიას თუ დაეუფლე? image
- არა. არ მინდოდა ჩაბარება და არც ჩავაბარე არსად, მაგრამ ზოგადი განათლების ნაკლებობას არ განვიცდი. თავის წარმოჩენა ყველგან შემიძლია. სკოლის დამთავრების შემდეგ წელიწადნახევარი ჯარში ვმსახურობდი, აღმოსავლეთ ოპერატიული დაჯგუფების, შერეულ საავიაციო ბაზაზე. ჯარმა მე რადიკალურად შემცვალა, უფრო ჩამომაყალიბა და ზოგადად ცხოვრებაში ბევრ რამეზე დამაფიქრა, მაგრამ სამოდელო საქმიანობისთვის თავი არ დამინებებია. ყველამ იცოდა, რომ მოდელი ვიყავი, თუმცა ჩემი წარსულიდან გამომდინარე თავის გატანა ჯარში არ გამჭირვებია. ბევრ კარგ ადამიანს დავუახლოვდი და დღემდე ვძმაკაცობ, მათ შეიცვალეს მოდელების მიმართ დამოკიდებულება.
- ამჟამად ინდოეთში აგრძელებ სამოდელო საქმიანობას...
- ასეა. ჯარის დამთავრდებიდან ოთხ თვეში სააგენტოში მოვიდა მოწვევა ინდოეთიდან, ქალაქ მუმბაიდან. ჩემი ფოტოები ნახეს სააგენტოს საიტზე, მოვეწონე და 4 თვიანი კონტრაქტი გამომიგზავნეს. ახლა აქ ვარ, ყველაფერი ნელ-ნელა წინ მიიწევს. უკვე სერიოზულად ვუდგები ამ საქმეს და მომავალში კიდევ ბევრ რამეს ვგეგმავ.
- რა განსხვავება დაინახე სამოდელო სფეროში საქართველოსა და ინდოეთს შორის?
- განსხვავება ძალიან დიდია თბილისსა და მუმბაის შორის, აქ უფრო მეტი მუშაობაა, მეტი შრომაა და ყველანაირად იგრძნობა წინსვლა. დიდი გამოცდილებაც მიგროვდება საერთაშორისო დონეზე.
image- წარმატებას ხშირად თან ახლავს საზოგადოების მხრიდან კრიტიკა. შენს შემთხვევაში როგორ არის საქმე? იყავი ამისთვის მზად?
- ამისთვის მზად არ ვიყავი, მაგრამ ვუძლებ ნელ-ნელა. რომ გითხრა ნერვებზე არ მოქმედებს, მოგატყუებ.. ბევრს ჭორაობენ ჩემზე.. მე საერთოდ სულით პატრიოტი ადამიანი ვარ და სადაც არ უნდა ვიყო საქართველოსა და ქართველი ხალხის მოყვარული დავრჩები, მაგრამ ! - მაგრამ რა ვქნა, რომ ქართველ ხალხს ბევრი რამ არასწორად ესმის, ბევრ რამეს არასწორად აღიქვამს.. უაზრო შეტყობინებები მომდის სოციალურ ქსელში, სათანადოდ ვერ მაფასებენ და სულ სხვა ადამიანი ვგონივარ მათ.. მე კი ვეტყოდი: სანამ თქვენ ჩემს გაკრიტიკებას დაიწყებთ, გადახედეთ თქვენ განვლილ ცხოვრებას და მერე გამაკრიტიკეთ!
- თავად როგორ თვლი, წარმატებული ადამიანი ხარ?
- წარმატებული ადამიანი არ ვიცი ვუწოდო თუ არა თავს, ალბათ კი იმიტომ, რომ ცხოვრებაში გამიმართლა და წარმატების რაღაც ეტაპს უკვე მივაღწიე.
image- სამომავლოდ თვლი, რომ ეს შენი საბოლოო პროფესიაა? თუ სხვა გეგმებიც გაქვს?
- ამ სფეროში ვფიქრობ 35 წლამდე შევძლებ მუშაობას თუ მეტ წარმატებას მივაღწიე მაგ შემთხვევაში რათქმაუნდა. სამომავლო საქმედ მსახიობობა მაქვს გადაწყვეტილი და სამოდელო სფერო დიდ გამოცდილებას მაძლევს სამსახიობო ოსტატობის დაუფლებაში.
- რას ურჩევდი დღეს საქართველოში მყოფ დამწყებ მამაკაც მოდელებს?
- ყველა დამწყებ მოდელს ვურჩევ, რომ ამ საქმეს სერიოზულად მიუდგეს, ბევრს მხოლოდ გართობა ჰგონია, მაგრამ დამიჯერეთ ეს საქმეა, რომელიც დიდ შრომას მოითხოვს და თუ გულით მიუდგებიან წარმატებას აუცილებლად მიაღწევენ.



მოამზადა მაგდა ილურიძემ

2
725
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:beko777
beko777
725
  
ხშირად ჰომოსექსუალები არიან ხოლმე ეს ეგრეთწოდებული მოდელი ბიჭები...... ხშირად კი არა,თითქმის ყოველთვის,და იმიტო ღიზიანდება ქართველი საზოგადოება....ეს არის და ეს.... არ გვევასება ეს პ....აროდისტი ხალხი და რა ვქნათ......
2014, 21 მაისი, 17:46
უკაცრავად ქართველი ხალხის წარმომადგენელი ვარ Dა ქართულად ამ Bიჭს როგორ უნდა Mივმართო "მალხაზ" << ასე? :დ მაქსიმილიან :დ ქართველ ხალხს არასწორად Aრ ესმის , ქართველ ხალხს ტრადიციულად ესმის :დ
0 1 2