რელიგია სიბრძნე – ცილისწამება 2014, 20 მაისი, 14:08 მოძღვართან მივიდა ერთი ქალი, ცნობილი ცილისმწამებლობით, და აღსარება უთხრა. მოძღვარმა მას ეკლის თესლი მისცა და სთხოვა, ქარისთვის გაეტანებინა. ქალს გაუკვირდა, მაგრამ მაინც შეასრულა მოძღვრის ნათქვამი და ისევ მივიდა მასთან, მან კი გაბნეული თესლის შეგროვება უბრძანა. ქალმა უთხრა, შეუძლებელიაო. მაშინ მოძღვარმა განუმარტა: ასევე შეუძლებელია შეგროვება იმ ცილისწამებისა, შენ რომ წარმოთქვი და ვითომ ქარს გაატანე. ბოროტი თესლი სხვათა გულებში დაითესა, აღორძინდა, ბოროტი ნაყოფი გამოიღო, ახლა მას ქარმა მიჰბერა და მისმა თესლმა გარემო აავსოო. 155 7-ს მოსწონს
|