x
image
აჩიკუნა
სასწაული – წმ.ნარკის იერუსალიმის პატრიარქი

image


წმინდა ნარკის იერუსალიმის პატრიარქმა თავისი ღვთივსათნო ცხოვრებით სასწაულმოქმედების მადლი მოიპოვა. მაგრამ გამოჩნდნენ უკეთური ადამიანები, რომელთაც ღვთისა არ შეეშინდათ და წმინდა მღვდელმთავარს ცილი დასწამეს. მათ ბინძური ჭორი გაავრცელეს წმინდა ნარკისზე და კაცთა წინაშე ფიცით ამტკიცებდნენ. ერთი ამბობდა, თუ ვცრუობდე, დაე დავიწვაო. მეორე ამბობდა, თუ ვტყუოდე, კეთრი შემეყაროსო, მესამემ - დაე დავბრმავდეო. წმინდა ნარკისი კი გაექცა ჭორებს და რაკი საბაბიც მიეცა, აისრულა ოცნება - რამდენიმე წლით განშორდა იერუსალიმს და უდაბნოს შეეხიზნა.

სამაგიეროდ, ცილისმწამებლებზე მოიწია ღვთის რისხვა და ის სასჯელი, თავიანთ თავს რომ უსურვეს. პირველის სახლში პატარა ნაპერწკალი აალდა და ცეცხლმა დაწვა სახლიც და ის კაციც სახლეულითურთ. მეორეს კეთრი შეეყარა, მესამემ, როცა დაინახა მეგობრებზე მოწეული ღვთის რისხვა, აღიარა ცოდვა, მაგრამ ვერც ის გადაურჩა "გამოთხოვილ" სასჯელს - მხედველობა დაკარგა იმ სინანულის ცრემლის გამო, განუწყვეტლივ რომ სდიოდა.

1
63
5-ს მოსწონს
ავტორი:აჩიკუნა
აჩიკუნა
63
  
0 1 1