უცხოური პრესა ყირიმის პროკურორს დონეცკის ოლქის კულტურის მინისტრმა "გადაუჯოკრა" 2014, 19 მაისი, 23:50 ყირიმის ლამაზმან პროკურორს, რომლის შესახებაც აქტიურად საუბრობდნენ სოციალურ ქსელებში სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა დიზაინერ ნატალია ვორონინას სახით, რომელმაც სულ ახლახან დონეცკის სახალხო რესპუბლიკის კულტურის მინისტრის პორტფელი ჩაიბარა. ჟღალთმიანი ლამაზმანი რამდენიმე წლის განმავლობაში სამოდელო სახლს ხელმძღვანელობდა და აი უცებ ასეთი მაღალი თანამდებობა. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ გლამური დივას ბიოგრაფია ინტერნეტში არ იძებენება, თანამდებობაზე დანიშვნიდან სულ ცოტა ხანში მისი პირადი გვერდები სოციალური ქსელებიდან წაშლილი იქნა, მისი სამოდელო ოფიციალური საიტიც დაბლოკილია და შეუძლებელია გახსნა, თუმცა დარჩა ჯგუფი «Ателье-бутик Натальи Ворониной», სადაც 1600-ზე მეტი წევრია გაერთიანებული, აქ შესაძლებელია მრავალი ფოტოს ნახვა. გაზეთ "Комсомольская правда" -ს კორესპონდეტი ცდილობდა დაკავშირებოდა ახალ გამომცხვარ მინისტრს, როგორც აუწყეს მასთან გასაუბრების წყურვილი ბევრს აქვს, ნატალიამ ითხოვა რედაქციის ტელეფონის ნომერი და თვითონ გადმორეკავდა, "თუმცა ეტყობა ვერ მოიცალა, სახელმწიფო საქმეები აქვს, ნაწყენები არ ვართ"-ირონიულად დასძენს გაზეთი. 147 5-ს მოსწონს
|