x
image
მანჩო 777
უცნაური კანონები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში
ადამიანებს ძალიან უყვართ იყვნენ ორიგინალურები ცხოვრების ნებისმიერ სფეროში, თუმცა ხანდახან ეს ორიგინალურობა უცნაურობაში გადადის ხოლმე. იმისათვის, რომ გამორჩეული და ორიგინალურები გახდნენ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში თუ ქალაქში კანონდება და ინერგება უცნაური აკრძალვები.


image


ასე მაგალითად, ზრდილობიანობის კანონი, რომელიც 2012 წელს გამოვიდა ესპანურ ქალაქ ლა ტობაში, ადამიანებს უკრძალავს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გაისწორონ ქვედა საცვალი, იჩიჩქნონ ცხვირი, გამოუშვან უკანა ტანიდან ხმები და სუნი. დღეში თითოეულმა ესპანელმა დააახლოებით ასჯერ მაინც უნდა თქვას სიტყვები : "გეთაყვა" და "გმადლობთ". კრიმინალურ კოდექსში შევიდა შესწორებები და ახლა მსუბუქი სამართალდარღვევისათვის დამნაშავეს უსჯიან ეტიკეტების წესების შესახებ გამოცდის ჩაბარებას.


შემდეგი აკრძალვა მართლაც რომ ორიგინალურია-იტალიის ქალაქ ფალცანო-დელ-მასიკოში აიკრძალა....სიკვდილი. ეს ტაბუ გამოცხადდა 2012 წელს და ემსახურებოდა მთავრობის მიერ სასაფლაოს აშენებისათვის ფულის გამოყოფაზე უარის თქმის პროტესტის დემარშს. ადრე აქ გარდაცვლილ მოქალაქეებს მეზობელი ქალაქის სასაფლაოზე მარხავდნენ, მაგრამ ეს სასაფლაო უკვე შეივსო და იქ ადგილი ფაქტიურად აღარ დარჩა, ახალი სასაფალოსათვის ადგილის და თანხის გამოყოფაზე კი მთავრობამ უარი განაცხადა. ქალაქის მერი გაბრაზებულია, რადგან კანონის ამოქმედების შემდეგ უკვე რამოდენიმე ხანდაზმულმა მოქალაქემ დაარღვია კანონი და სიკვდილი " გაბედა".




ისრაელში ამა წლის მარტიდან აიკრძალა ძალიან გამხდარი გოგონების გადაღება რეკლამებში. ეს განპირობებულია იმით, რომ ბავშვების და გოგონების დიდი ნაწილი თავს იტანჯავს შიმშილით, რათა იდეალური ფიგურა ჰქონდეთ.რეკლამაში გადაღებაზე უარი ეთქვა ყველა მოდელს, ვისი სხეულის მასის ინდექსი 18, 5-ზე ნაკლებია. შეგახსენებთ, რომ ეს ინდექსი გამოითვლება სხეულის მასის გაყოფით (კილოგრამებში) სიმაღლის კვადრატზე (მეტრებში).



შვეიცარიაში აკრძალეს მთებში ტურისტების შიშველი სიარული. ქალაქი აპენცილ-ინოროდენი ზედმეტად კონსერვატიული ადგილია, სადაც ნუდისტების წინააღმდეგ გამძვინვარებული ბრძოლაა. კონსერვატიულობის მიხედვით ეს ქალაქი ყველა რეკორდს ხსნის: აქ მხოლოდ 15 წლის წინ მისცეს ქალებს უფლება მონაწილეობა მიეღოთ არჩევნებში.



ნიუ-ჯერსის შტატში (აშშ) ბავშვებს აეკრძალათ მოეხვიონ ერთმანეთს. ერთ-ერთი სკოლის დირექტორმა დილით უბრალოდ გამოაცხადა მიკროფონში "ამ წუთიდან სკოლაში აკრძალულია მოხვევა და ჩახუტება. მე ეს არ მომწონს ეს ტრადიცია". სხვათა შორის, სწორედ ნიუ-ჯერსის შტატში იყო ადრე საყოველთაოდ მიღებული მოხვევა ადამიენების შეხვედრის დროს. როგორც ჩანს, ადრე ეს მოწონდათ, ახლა უკვე აღარ..


აი საფრანგეთში კი ელისეის მინდვრების საპრეზიდენტო სასახლეში ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა აკრძალა სუფრაზე მდნარი ყველის მიტანა. აკრძალვა დაიწყო ანგელა მერკელთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ. ერთობლივი სადილის დროს ანგელა მერკელმა გამოაცხადა, რომ ის შეზღუდულ კვებაზეა, რადგან დიეტაზე ზის. მაგრამ როცა მან მოითხოვა ყველის დამატება, სარკოზომ მართლაც სარკაზმულად მისცა შენიშვნა :" ამბობთ, რომ დიეტაზე ხართ და ყველის დამატებას კი ითხოვთ".

0
232
6-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
232
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0