x
image
მანჩო 777
ლუდის "წყალდიდობა" ინგლისში

image


ლუდის "წყალდიდობა" მოხდა დიდ ბრიტანეთში 1814 წლის 17 ოქტომბერს. ლონდონში ტოტენჰემ-ჰენდ-როუდის ქუჩაზე ლუდსახარშში "MO & COMPANY" აფეთქდა ლუდის ცისტერნა, რომლის ტევადობა 160 000 ლიტრი იყო. აფეთქებამ გამოიწვია შენობაში მდებარე სხვა საცავების ნგრევა ჯაჭვური რეაქციიის გამო.

ავარიის შედეგად თითქმის 1, 5 მილიონი ლიტრი ლუდი დაიღვარა ქუჩაში.

ლუდის ტალღამ დაანგრია ორი სახლი და ლუდის ბარის «Tavistock Arms»-ის კედელი. ბარმენი ნანგრევებში მოყვა და დაიღუპა. ლუდსახარში განლაგებული იყო ღარიბების უბანში და მოსახლეობის დიდი ნაწილი მიწურებში და სარდაფებში ცხორობდა. სარდაფები სწრაფად გაივსო ლუდით, რის შედეგადაც დაიღუპა 9 ადამიანი: 8 დაიხრჩო, ხოლო ერთი ალკოჰოლური მოწამვლით გარდაიცვალა.


ზოგიერთი დაღუპულის ნათესავებმა მიცვალებულები ფულის შოვნის წყაროდ გამოიყენეს: გვამების სანახავად მისული ცნობისმოყვარეებისაგან ისინი ფულს ითხოვდნენ და გვარიანი თანხაც შეაგროვეს, თუმცა ამ ფაქტმა კიდევ ერთი უბედურება გამოიწვია: ერთ-ერთი სახლის დამპალმა იატაკმა ვერ გაუძლო უსაქმური ცნობისმოყვარეების შემოსევას და ჩაინგრა. სეირის მაყურებლები ლუდით სავსე სარდაფში აღმოჩდნენ. კიდევ ერთი ადამიანი ამ შემთხვევის დროს დაიღუპა.


image


საქმე განხილული იქნა სასამართლოში, მაგრამ მოსამართლემ და ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალი ვერავის დასდეს მომხდარში, ჩათვალეს რა, რომ ავარიის შეჩერება ადამიანის ძალებს აღემატებოდა. ფირმამ სერიოზული ზარალი განიცადა უზარმაზარი რაოდენობის ლუდის დაკარგვის გამო. სადაზღვევო კომპანიამ უარი განაცხადა ზარალის ანაზღაურებაზე, თუმცა მეწარმეებმა პარლამენტს მიმართეს და მიღწიეს, რომ მათთვის ზარალი ნაწილობრივ აენაზღაურებინათ, რამაც საშუალება მისცა კომპანიას არსებობა გაეგრძელებინა.


0
44
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0