ნამცხვრები უგემრიელესი ჯემიანი ნამცხვარი 2014, 17 მაისი, 19:12
ინგრედიენტები:
- 200 გ ფქვილი - 150 გ დაფქული თხილი ან ნუში - ½ ჩ.კ დაფქული დარიჩინი - მწიკვი დაფქული მიხაკი - 125 გ კარაქი - 100 გ შაქარი - 1 კვერცხი - 4 ს.კ რძე - 1 ჩ.კ სოდა ძმრით შიგთავსისთვის: - 200-250გრ ალუბლის ჯემი.(ან რომელიც თქვენ გინდათ) კვერცხი და შაქარი კარგად ავთქვიფოთ მიქსერით დავუმატოთ კარაქი და და რძე და სხვა დანარჩენი ინგრედიენტები, მოვზილოთ კარგად. 30 წუთით მაცივარში გააციეთ. შემდეგ ცომის 2/3 გააბრტყელეთ და ჩააფინეთ ცხიმწასმულ, საშუალო ზომის გვერდებიან ფორმაში ზემოდან გაანაწილეთ ჯემი. დარჩენილი ცომი გააბრტყელეთ, დაჭერით ლენტებად (ან სხვა სასურველ ფიგურებად) და ზემოდან დაადეთ ნამცხვარს. გამოაცხვეთ 175 გრადუსზე, 40-45 წუთი. გააციეთ, მოაყარეთ შაქრის პუდრა და დაჭერით. გემრიელად მიირთვით! 691 2-ს მოსწონს
|