კულტურა ჟურნალმა "Playboy" - მ წლის გამარჯვებული გოგონა დაასახელა ( + ბევრი ფოტო ) 2014, 17 მაისი, 9:31 პოპულარულმა ჟურნალმა მსოფლიოში "Playboy" - მ გამარჯვებული "Девушку года-2014" დაასახელა.წარმოშობით გერმანელი, 27 წლის ბერლინის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი, ფოტომოდელი და მსახიობი კენედი სამერსი გახდა 2014 - ის გამაჯვებული.
პრეზენტაცია გაიმართა 15 მაისს იმპერიის დამფუძნებელ ჰიუ ხეფნერის და ჰოლმი ხილზის რეზიდენციაში, კალიფორნიაში.თავად ჰიუ ხეფნერს აპრილში 88 წელი შეუსრულდა და პრეზენტაციაზე ის ძალიან კარგ ხასიათზე თეთრებში გამოწყობილი იყო კენედი სამერსთან ერთად.
ტიტულის წარმომადგენლებმა გამარჯვებულს საპრიზო ავტომობილი MINI John Cooper" გადასცეს და მიულოცეს ეს შესანიშნავი პრიზი.
იმპერიის გამომცემლობა მართალია რთულ გზას გადის, მაგრამ მაინც ცდილობს ღირსეულად გააგრძელოს სტატუსის დემონსტრირება. ცოტა ხანში, ანუ 2014 წლის დეკემბერში ჟურნალს 60 წლის იუბილე ექნება. 27 წლის ქერათმიანმა კენედიმ საკუთარ თვითერზე სტატუსი დაწერა, სადაც " გოგონა - 2014" მადლობას უხდის იმპერიის დამფუძნებლებს. მან მიკრობლოკში დაუყოვნებლივ გამოაქვეყნა საკუთარ ავტომობილთან ერთად გადაღებული ფოტო და აღნიშნა, რომ ის ძალიან სექსუალური მანქანაა. თვითერზე განათავსა აგრეთვე ფოტოები, რის გამოც მან გამარჯვება მოიპოვა. ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა ჯიმი ჯენილეკმა მიულოცა პირველმა გამარჯვება ბერლინელ ქერათმიანს და სწორედ მან გადასცა გოგონას ავტომანქანის გასაღები. შეგახსენებთ, რომ 88 წლის ხეფნერს 28 წლის კრისტალ ჰარისი ჰყავს ცოლად, რომელსაც სურვილი აქვს მეუღლეს შვილი გაუჩინოს.კრისტალი თვლის, რომ აუცილებელია აჩვენო მსოფლიოს, თუ რა ძლიერად გიყვარს და რომ ასაკი არ უნდა გახდეს დაბრკოლება აკეთო ის, რაც გულით გსურს.ჰიუ, რომელსაც ორი ქორწინებიდან უკვე 4 შვილი ჰყავს, ცოლის სურვილს მხარს უჭერს და ამ იდეას ეთანხმება. თუმცა რამდენად შეასხამს ფრთებს ამ ასაკში ამ იდეას, საინტერესოა. 46 12-ს მოსწონს
|