საზოგადოება გიორგი ნაზღაიძე ქართული შოუ ბიზნესის წარმომადგენლებს: "ერთ ფინჯან ყავაზე სხედხართ მთელი საღამო და ელოდებით ვინმემ გადაგიხადოთ" 2014, 17 მაისი, 11:11 მოდელი და ტელეწამყვანი, გიორგი ნაზღაიძე, საკუთარი ეპატაჟური იმიჟით, თამამი ნაბიჯებითა და ამათუ იმ საკითხისადმი დამოკიდებულობით, ყოველთვის ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. იგი, არასდროს ერიდება თავისი პოზიციის ღიად დაფიქსირებას და სკანდალური განცხადებების გაკეთებას. ასევე გამორჩეულია მისი სოციალურ ქსელიც, რომლის კედელზეც ყოველთვის საინტერესო პოსტები და ფოტოებია გამოქვეყნებული. ამჯერად, გიორგი ნაზღაიძე, "ფეისბუქი"-ს საკუთარ კედელზე ქართული შოუ ბიზნესის წარმომადგენლებს აკრიტიკებს: "სირცხვილია, როდესაც გამოდიან შოუ ბიზნესის წარმომადგელები და საუბრობენ თუ როგორ ცხოვრობენ, როგორ ერთობიან, რა აცვიათ რამდენი გადაუხდიათ სამოსში და ა.შ. მოდით რეალურად ისაუბრეთ როგორ ცხოვრობთ და როგორ მძღ*ერში ხართ იმის საშუალებაც არ გაქვთ რომ საწვავი ჩაასხათ ავტომობილებში და გაზზე გადაგყავთ, ბრენდულ პატენტ სამოსს იცვავთ და ბრენდებად ასაღებთ, ერთ ფინჯან ყავაზე სხედხართ მთელი საღამო და ელოდებით ვინმემ გადაგიხადოთ, ისვენებთ თბილისში და გუგლიდან აკოპირებთ ფოტოებს, ვითომდა სადღაც იმყოფებით (თქვენი თავი გამოაჩინეთ ამ ფოტოებში არ თქვათ მოდაშია მხოლოდ შენობების გადაღება.) სირცხვილია, სირცხვილი ვის უმტკიცებთ ან რას. ყველას არ ეხება, მაგრამ დიდ პროცენტს კი." - წერს გიორგი სოციალურ ქსელში. 580 4-ს მოსწონს
|