x
image
მანჩო 777
რესტორნის მენეჯერმა კლიენტის კერძში ნაპოვნი პრეზერვატივი გადაყლაპა
ჩინეთის ერთ-ერთ რესტორანში მოტრაპეზე კლიენტები შოკირებული დარჩნენ კერძში მოტივტივე პრეზერვატივის ხილვით. გამოძახებულმა რესტორნის მენეჯერმა სწრაფად იპოვა გამოსავალი ამ უხერხული სიტუაციიდან და თვალის დახამხამების უმალ გადაყლაპა ეს უცხო საგანი.



მაი ლიანი და მისი მეგობრები სასადილოდ შევიდნენ ჩინეთის ერთ-ერთი ქალაქის ხეფეის რესტორანში, მათ შეუკვეთეს თევზის კერძი კალმარის რგოლებით . მას შემდეგ, რაც ოფიციანტმა შეკვეთა მოიტანა, მეგობრები სადილობას შეუდგნენ, მაგრამ ამ დროს გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდა: მაიმ კერძში რაღაც განსაკუთრებული ფერის კალმარი შენიშნა. უცნაური კალმარით დაინტერესებულმა გოგონამ ნაჭერი ჩანგლით ამოიღო კერძიდან და მიხვდა, რომ მის წინ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება იყო და არა თევზის გემრიელი ნაჭერი.


image


"-წარმოიდგინეთ ჩემი აღშფოთება, როცა ჩანგალზე წამოცმული პრეზერვატივი დავინახე, -ყვება მაი, -მე იმწამსვე გავიფიქრე, გამოყენებული იყო ის თუ არა მანამდე, სანამ ჩემს თეფშში აღმოჩნდებოდა".


გოგონამ და მისმა მეგობრებმა რესტორნის მენეჯერი გამოიძახეს, მას კერძში ნაპოვნი ნივთი წარუდგინეს და ის-ის იყო, უკმაყოფილების გამოხატვა დაიწყეს, რომ მენეჯერმა სწრაფად შეწყვიტა დებატები: ხელი დასტაცა პრეზერვატივს და გადაყლაპა.


" -მათ განმიცხადეს, რომ თუკი ნაპოვნ ნივთს შევჭამდი, ისინი აღარ გაგარძელებდნენ კამათს, მეც ავდექი და გადავყლაპე, "-განაუცხადა ჟურნალისტებს მენეჯერმა.


image


მაი სასტიკად უარყოფს ამ ვერსიას და ამბობს, რომ რეზინის ნაწარმის შეჭმაზე ლაპარაკიც კი არ ყოფილა.

"-ჩვენ არ გვითხოვია მისთვის პრეზერვატივის შეჭმა, მაგრამ როცა მას ვაჩვენეთ ნაპოვნი ნივთი, ზიზღით შემოგვხედა და გვითხრა, რომ ეს ჩვენ ჩავაგდეთ ის თეფშში, რათა უფასი სადილი მიგვეღო. მისი სიტყვით, ნივთი რომ სამზარეულოში მოხვედრილიყო კერძში, ის სიმხურვალისაგან გადნებოდა. მე ვფიქრობ, რომ მენეჯერმა ნივთი იმიტომ გადაყლაპა, რომ გაიგონა ჩვენი საუბარი, თუ როგორ ვაპირებდით მომხდარი პოლიციის და ჯანდაცვის ორგანოებისათვის შეგვეტყობინებინა."

მიუხედავად ნივთიერი მტკიცებულების არქონისა, გაბრაზებულმა კლიენტებმა დაიქირავეს ადვოკატი და მყარად აქვთ განზრახული მიაღწიონ მორალური ზარალის ანაზღაურებას.

"-მართალია, ჩვენ არ გვაქვს ნივთიერი მტკიცებულება, მაგრამ ჩვენ გვაქვს ფოტოსურათები, რომელიც კერძს გადავუღეთ. იმედი გვაქვს, რომ სასამართლოზე ეს საკმარისი იქნევა ჩვენი სიმართლის დასამტკიცებლად"-აცხადებს მაი.


image

9
82
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
82
  
2014, 16 მაისი, 22:46
ცოდოა:D
2014, 16 მაისი, 22:44
რატომ :D
2014, 16 მაისი, 22:43
აღარ დავწერ:D
2014, 16 მაისი, 22:40
:D :D :D ერთი-ორი მასეთი სტატიაც და შეაშინებ
2014, 16 მაისი, 22:38
ეგ ექსტრემალია და ასე იოლად ვერ შეაშინებ:D
2014, 16 მაისი, 22:37
:D :D :D ჰაჰაჰა :D დაუკარგავდი წასვლის სურვილს :D
2014, 16 მაისი, 22:35
ჩემი ბიჭი ჩინეთში მიდის მივლინებით და ეს წავაკითხე,მ ფრთხილად იყავი და კარგად დააკვირდი, რას ჭამთქო, ვუთხარი:DDD
2014, 16 მაისი, 22:33
ფუუუ. ცუდად ვარ
2014, 16 მაისი, 22:32
:D:D:D
0 1 9