სხვა რუსების მიერ "ბაიკონურის" კოსმოდრომიდან გაშვებული რაკეტა აფეთქდა სტარტიდან რამოდენიმე წამში 2014, 16 მაისი, 19:59 დღეს გამთენიისას "ბაიკონურის" კოსმოდრომიდან გაშვებულმა რაკეტმზიდმა «Протон-М»-მა, რომელსაც ორბიტაზე 3 რუსული თანამგზავრი უნდა გაეყვანა, სტარტიდან რამოდენიმე წუთში ავარია განიცადა, გასცდა ყაზახეთის საზღვარს და ჩინეთის ტერიტორიაზე აფეთქდა, ჰაერში ნაწილებად დაიშალა და ჩამოვარდა. ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით ცნობები არაა.
რაკეტმზიდი «Протон-М» განკუთვნილია კოსმოსური აპარატურის გასაყვანად ქვედა გეოსტაციონარულ ორბიტებზე. მას ამ მხრივ მსოფლიოში ბადალი არ ჰყავს. რაკეტმზიდის ღირებულება 80 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს. "ბაიკონურის" კოსმოდრომიდან აფრენის შემდეგ, რამოდენიმე წამში წარმოიშვა არასტანდარტული სიტუაცია, რაკეტამ მოძრაობის ტრაექტორია შეიცვალა, აფეთქდა ჰაერში და ნაწილებად დაიშალა. მას ორბიტაზე უნდა გაეყვანა დღესდღეობით ყველაზე ძლიერი და მაღალტექნოლოგიური რუსული თანამგზავრი «Экспресс-АМ4Р». ჯერჯერობით ავარიის მიზეზებზე არ საუბრობენ. გთავაზობთ ორ ვიდეოს, სადაც ნათლად ჩანს დღეს მომხდარი ეს შემთხვევა. 70 7-ს მოსწონს
|