სხვა რუსების მიერ "ბაიკონურის" კოსმოდრომიდან გაშვებული რაკეტა აფეთქდა სტარტიდან რამოდენიმე წამში 2014, 16 მაისი, 19:59 დღეს გამთენიისას "ბაიკონურის" კოსმოდრომიდან გაშვებულმა რაკეტმზიდმა «Протон-М»-მა, რომელსაც ორბიტაზე 3 რუსული თანამგზავრი უნდა გაეყვანა, სტარტიდან რამოდენიმე წუთში ავარია განიცადა, გასცდა ყაზახეთის საზღვარს და ჩინეთის ტერიტორიაზე აფეთქდა, ჰაერში ნაწილებად დაიშალა და ჩამოვარდა. ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით ცნობები არაა.
![]() რაკეტმზიდი «Протон-М» განკუთვნილია კოსმოსური აპარატურის გასაყვანად ქვედა გეოსტაციონარულ ორბიტებზე. მას ამ მხრივ მსოფლიოში ბადალი არ ჰყავს. რაკეტმზიდის ღირებულება 80 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს. ![]() "ბაიკონურის" კოსმოდრომიდან აფრენის შემდეგ, რამოდენიმე წამში წარმოიშვა არასტანდარტული სიტუაცია, რაკეტამ მოძრაობის ტრაექტორია შეიცვალა, აფეთქდა ჰაერში და ნაწილებად დაიშალა. მას ორბიტაზე უნდა გაეყვანა დღესდღეობით ყველაზე ძლიერი და მაღალტექნოლოგიური რუსული თანამგზავრი «Экспресс-АМ4Р». ჯერჯერობით ავარიის მიზეზებზე არ საუბრობენ. გთავაზობთ ორ ვიდეოს, სადაც ნათლად ჩანს დღეს მომხდარი ეს შემთხვევა. 70 7-ს მოსწონს
|