ორსულობა და ბავშვი ამერიკაში ხელიხელჩაჭიდებული ტყუპები დაიბადნენ 2014, 14 მაისი, 10:01 საავადმყოფოში ორ თვიანი ექიმების მეთვალყურეობის შემდეგ ამერიკელმა 32 წლის მათემატიკის მასწავლებელმა შტატ ოჰაიოდან საკეისრო კვეთით იმშობიარა ერთკვერცხუჯრედში ჩასახული ტყუპი გოგონა. დაბადებულ ტყუპ გოგონას ჰქონდათ საერთო ამნიონი და საერთო პლაცენტა და რაც ყველაზე მთავარია ხელი ჰქონდათ ერთმანეთზე ჩაჭიდებული.ექიმები განცხადებით ეს არის ერთ-ერთ იშვიათი შემთხვევა. სტატისტიკის მიხედვით 10000 დაბადებულ ტყუპში მხოლოდ ერთხელ შეიძლება დაფიქსირდეს მსგავსი მშობიარობა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, ჯენა და ჯილიანი 2, 5 კილო დაიბადნენ. რადგან ბავშვები დროზე ადრე დაიბადნენ, ისინი უმალვე გადაყვანილი იქნენ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, სადაც 2-4 კვირას დაჰყოფენ . 333 7-ს მოსწონს
|