სხვა უცნაური რიტუალი ეკვადორში, რომელიც იქ ყოველწლიურად ტარდება 2014, 14 მაისი, 9:41 ყოველწლიურად, ვნების კვირის პარასკევს, რომელსაც ჩვენ წითელ პარასკევს ვეძახით, ეკვადორის დედაქალაქ კიტოს ქუჩებში იმართება რელიგიური მსვლელობა სლოგანით :"იესო-დიდი ძალაა". ჩვეულებისამებრ, წელსაც ეს რიტუალი 18 აპრილს, აღდგომამდე 2 დღით ადრე ჩატარდა.მასში მონაწილეობა მიიღო 2000-მა ადამიანმა, ხოლო 300 000 მორწმუნე მაყურებლის რანგში გზის ორივე მხარეს იყო ჩამწკრივებული.
ამ რელიგიური მსვლელობის ისტორია სათავეს იღებს შუა საუკუნეების ესპანეთიდან, თუმცა მან ეკვადორში გარკვეული თავისებურებები შეიძინა.
მსვლელობის მთავარი მოქმედი პირი იესო ქრისტეა.
მას უკან მოჰყვებიან მორწმუნე ქალები, რომლებიც განასახიერებენ წმინდანს, რომელმაც გოლგოთაზე მიმავალ ქრისტეს ცხვირსახოცი მიაწოდა სისხლის და ოფლის მოსაწმენდად. პროცესიას ასრულებენ ცოდვილები, რომლებიც ჩაცმულნი არიან იისფერ ბალახონებში და თავსაბურავებში, რომლებსაც მხოლოდ თვალების ადგილას აქვს ორი ნახვრეტი. ისინი მოდიან ფეხშიშველები და მოათრევენ მძიმე მორებს, ზოგიერთს ფეხებზე ჯაჭვები აქვს შემოხვეული, წელამდე გახდილი ეს ადამიანები თვითგვემას ეწევიან. ზოგ მათგანს მოაქვს უზარმაზარი ჯვარი. ბევრ ქვეყანაში, სადაც ქრისტიანობა ქვეყნის მთავარი რელიგიაა, ვნების პარასკევი ითვლება ყველაზე მძიმე დღედ მორწმუნეთათვის, რადგან ამ დღეს აწამეს და ჯვარზე გააკრეს მაცხოვარი. ამ დღეს ყველა მორწმუნე ცდილობს ძალიან მკაცრი მარხვა შეინახოს და პურისა და წყლის მეტს არაფერს იღებს. აი ეკვადორში კი ასე უცნაურად აღნიშნავენ ვნების პარასკევს. მსვლელობის მონაწილეები ამბობენ, რომ ამ რიტუალით მათ უნდათ ცოდვების გამოსყიდვა, მონანიება და ასე შემდეგ. პროცესიის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა :" მხოლოდ მე ვიცი, რატომ მივდივარ ამაზე". 49 9-ს მოსწონს
|