x
image
მანჩო 777
უცნაური აკრძალვები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში
როგორც ამბობენ, რაც ერთი ადამიანისათვის კარგია, სხვისთვის შეიძლება სრულიად მიუღებელი აღმოჩნდეს.სახელმწიფოების მეთაურებს უფლება აქვთ აკრძალონ ესა თუ ის საგანია ან მოქმედება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ქვეყანას და მის ინტერესებს..ამ სტატიაში მინდა მოგითხროთ აბსოლუტურად ჩვეულებრივი საგნების აბსურდულ აკრძალვებზე სხვადასხვა ქვეყანაში.



საბერძნეთი-ვიდეოთამაშები


image


თავდაპირველად საბერძნეთში აკრძალული იყო სათამაშო ავტომატები. პოლიცია ისე დაააბნია ამ კანონმა, რომ ერთხელ ინტერნეტ-კაფეში მჯდომი ადამიანი დააკავეს, რომელიც უბრალოდ ინტერნეტში თამაშობდა ვიდეოთამაშებს. ევროკავშირის მოთხოვნით ეს კანონი ბოლოს და ბოლოს გააუქმეს.



ირანი-დასავლური თმის ვარცხნილობები


image

ირანში აკრძალულია ისეთი ვარცხნილობების გაკეთება, როგორიცაა:"ნანეტი", "ცხენის კუდი", "მოჰიკანი" (პანკების ვარცხნილობა, სადაც თმებით გაკეთებულია ეკლები).




საუდის არაბეთი-წმინდა ვალენტინის დღე


image

აკრძალვა ეხება წითელი ფერის აბსოლუტურად ყველა პროდუქტს. კანიონის შემოღებამ ხელი შეუწყო შავი ბაზრის გააქტიურებას.




ჩინეთი-რეინკარნაცია წინასწარი შეთანხმების გარეშე


image


როგორ უცნაურადაც არ უნდა მოგვეჩვენოს, ამ კანონის შემოღებით ჩინეთის ხელმძღვანელობა ცდილობს როგორმე აკონტროლოს ტიბეტელი ბუდისტები.




რუმინეთი-სკრებლი


image


80-იან წლებში რუმინეთის მმართველმა ჩაუშესკუმ აკრძალა სამაგიდო თამაში სკრებლი. იგი თვლიდა, რომ ის "ზედმეტად "ინტელექტუალურია" და "ანტისახელმწიფოებრივი."




დანია-მხოლოდ კანონით დაშვებული ბავშვების სახელები


image


დანიაში არსებობს სია ქვეყანაში მიღებული 24 000 სახელისა. თუ მშობლები რაიმე სხვა სახელის დარქმევას მოინდომებენ შვილისათვის, ეს მათთვის არც ისე იოლი აღმოჩნდება.




ფილიპინები-კლერ დეინსი


image


მას შემდეგ, რაც კლერმა მანილას
"საშინელი, უცნაური და ტარაკანებით სავსე აყროლებული ქალაქი"უწოდა, მისი მონაწილეობით გადაღებული ყველა ფილმი გაანადგურეს, თავად მსახიობს კი ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს.




მალაიზია-ყვითელი ტანსაცმელი


image


2011 წელს მალაიზიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება აეკრძალათ ქვეყანაში ყვითელი ფერის ყველა სახის ტანსაცმლის ტარება- დაწყებული ფეხსაცმლის თასმებიდან დამთავრებული მაისურებითა და ქუდებით. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ ყვითელი ფერი ოპოზიციის გარკვეული ჯგუფის ფერი იყო.





ჩინეთი-ფილმი "ავატარი "2D


image


როგორც ჩანს, ჩინეთის მთავრობას არ მოეწონა ის, რომ ადამიანები მხარს უჭერენ ადგილობრივი მოსახლეობის ბრძოლას იმპერიალისტური ძალების წინააღმდეგ. ამიტომ ამ ქვეყანაში ფილმი ავატარის 2D ჩვენება აიკრძალა და მხოლოდ მისი 3D ვერსია გახდა ნებადართული.თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩინეთში თითქმის არაა 3D კინოთეატრები.




ირანი-მანეკენები


image


თუყმცა ეს აკრძალვა არ ეხება იმ მანეკენებს, რომლებსაც ჩადრი ახურავთ.





სინგაპური-საღეჭი რეზინა


image


1992 წლიდან საღეჭი რეზინის იმპორტი და გაყიდვა ისჯება კანონით, რადგან მთავრობა ცდილობს ქალაქში აბსოლუტური სისუფთავე დაიცვას.





კუბა-მობილური ტელეფონები


image


ფიდელ კასტროს მმართველობის დროს მობილური ტელეფონების ქონის უფლება მხოლოდ მაღალჩინოსნებს ჰქონდათ.





ჩინეთი-ჟასმინი


image


მას შემდეგ, რაც ტუნისის ჟასმინის რევოლუციამ წააქეზა ჩინელი პროტესტანტები, მთავრობამ თავად ეს ყვავილი აკრძალა.




საფრანგეთი-კეტჩუპი


image


ჯანსაღი საკვების პროპაგანდის მიზნით კეტჩუპი აკრძალულია საფრანგეთის სკოლებისა და სტუდენტურ სასადილოებში. ნებადართულია მისი მხოლოდ კარტოფილ ფრისთან ერთად მირთმევა.





საუდის არაბეთი-ქალის მიერ მანქანის ტარება


image


მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნის კანონით ქალებს არ ეკრძალებათ მანქანის ტარება, სამაგიეროდ მათზე მართვის მოწმობების გაცემა აკრძალულია.



ბანგლადეში-პოლიეთილენის პაკეტები


image



ეს აკრძალვა ეხება აგრეთვე საფრანგეთს, მექსიკას, და ტანზანიას.





ჩინეთი-მოგზაურობა დროში


image


ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კინოსა და ტელევიზიის ეროვნულმა ბიურომ დაადგინა, რომ
"არ ღირს ჩვენება და გადაღება ფილმებისა და ტელესერიალებისა, სადაც ლაპარაკია დროში მოგზაურობაზე, რადგან ეს იწვევს ისტორიული ფაქტების დამახინჯებას.





კანადა-ჩვილების ოჭივარები



image


გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ეს მოწყობილობები ცუდად მოქმედებს ბავშვების მოძრავ აპარატზე, ამიტომ ის აკრძალული იქნა.





ბოლივია-"მაკდონალდსი"


image


დღესდღეობით ბოლივია ერთადერთი ლათინურამერიკული ქვეყანაა, სადაც არაა სწრაფი კვების ეს მსოფლიოში ცნობილი ქსელი.

2
401
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
401
  
2014, 13 მაისი, 22:47
ეგ არავინ იცის..კანონი ხომაა, რაც მთავარია
2014, 13 მაისი, 22:46
ჩინეთი-რეინკარნაცია წინასწარი შეთანხმების გარეშე- ნეტავ რამდენად ასრულებენ ამ მოთხოვნას :))
0 1 2