შოუბიზნესი სხვადასხვა დროის ყველაზე ექსტრავაგანტული გამომსვლელები "ევროვიზიის" კონკურსზე 2014, 13 მაისი, 9:37 2014 წლის გამარჯვებულმა კონჩიტა ვურსტმა, ჯერ კიდევ "ევროვიზიის" ფინალური კონკურსის დაწყებამდე მიიქცია ყურადღება, თუმცა მანამდე ფავორიტად არავინ აღიქვამდა. ახლა კი გავიხსენოთ სხვა საკმაოდ არატრადიციული და ესტავაგანტული გამომსვლელები, რომლებიც "ევროვიზიის" კონკურსზე წარდგნენ სხვადასხვა დროს. 1-ტყუპი ძმები Jedward ირლანდიიდან "ევროვიზია"-2012, თუმცა მხოლოდ მე-19 ადგილი დაიკავეს. 2-2010 წელს "ევროვიზიაზე" ექსტრავაგანტულობით ლატვიურმა ჯგუფმა InCulto-მ დაამახსოვრა მსმენელს თავი. 3-2009 წელს ჩეხი რეპერი Gipsy.cz, ორიგინალური კომიკური ნომრით გამოირჩეოდა, თუმცა ფინალურ ტურშიც კი ვერ მოხვდა 4-2008 წელს ორიგინალური ნომრით წარდგნენ კონკურსზე ლატვიური პოპ-ჯგუფი Pirates of the Sea, საბოლოოდ მათ მე-12 ადგილი დაიკავეს, დააგროვეს რა თანაბარი ქულები დიანა ღურწკაიასთან ერთად. 5-2007 წელი, ვერკა სერდიუჩკამ წარმოადგინა უკრაინა და ყველასგან მოულოდნელად საბოლოოდ მე-2 ადგილი დაიკავა. 6-ფინური ჰარდ-როკ ჯგუფი Lordi, რომელმაც 2006 წელს გაიმარჯვა კონკურსზე, ორიგინალური კოსტუმები:საშინელება და ძველი მითები. 7-2005 წელს ორიგინალური ნომერი წარადგინა ნორვეგიულმა ჯგუფმა Wig Wam-მა, 70 -იანი წლების გლემ-როკის სტილში და კოსტუმებში. 8-ბოლოს კი საქართველო, ჩვენი ქვეყანა "ევროვიზიის"კონკურსზე 2007 წლიდან მონაწილეობს, 8 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი წარმატებას ჯგუფმა Eldrine- მა სიმღერით "One More Day" მიაღწია:მე-9 ადგილი 2011 წელს და სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ქართველ კონკურსანტს შორის, ვინც საქართველო წარადგინა, ისინი მართლაც საუკეთესონი იყვნენ. 203 3-ს მოსწონს
|