კულტურა ევროვიზია 2014 - ის გამარჯვებულის საოცარი ტრანსფორმაცია და რუსი პოლიტიკოსების პროტესტი ( + ბევრი ფოტო და ვიდეოები ) 2014, 12 მაისი, 11:08 მამრობითი სქესის ავსტრიელი მომღერალი კონჩიტა ვურსტი თავისი საოცარი ტრანსფორმაციით ევროვიზია 2014 - ის გამარჯვებული გახდა.170 მილიონიანი მაყურებლის წინაშე მსოფლიოს მასშტაბით ავსტრიელმა ტრიუმფი მოახდინა, რომელმაც 290 ქულა მოაგროვა.
მისმა გამოჩენამ სცენაზე სპორტული წვერით და ოქროს ( "gold embellished htailgown" )ყველა გააოგნა.
.
ექსპერტები კონჩიტა ვურსტს ევროვიზიის ყველაზე დიდ გამარჯვებულად თვლიან, რომელმაც 25 მილიონი ევრო გამოიმუშავა, როგორც "Abba" გახდა 1974 წელს უძლიერესი კონკურენციის გამარჯვებული. 25 წლის მომღერალი, რომლის ნამდვილი სახელი და გვარია ტომას ნოივიტჩი, შეეცადა დიდების მწვერვალზე ასულიყო და გამოუვიდა კიდეც. თუმცა მისი ტრანსფორმაცია 2011 წელს დაიწყო, როცა ის გრძელი თმით და დაწებებული დიდი წამწამებით ავსტრიის casting შოუ - ში მონაწილეობდა. მომღერალმა განაცხადა, რომ მისი სიმღერა - "ეძღვნება ყველას, ვისაც სწამს მომავალში თავისუფლება და მშვიდობა.ჩვენ ვართ ერთიანობა". მაგრამ საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ მისმა გამარჯვებამ რუსი პოლიტიკოსის ვლადიმერ ჟირინოვსკის აღშფოთება გამოიწვია, რომელმაც ტელეკომპანიას ინტერვიუში განუცხადა, რომ - " მისი გამარჯვება და მოგება ნიშნავს დასასრულს ევროპაში.50 წლის წინ საბჭოთა არმიის მიერ ოკუპირებული ავსტრია ჩვენ გავათავისუფლეთ და აქ დავუშვით შეცდომა. ისინი ოკუპაციაში უნდა დარჩენილიყვნენ" - განუცხადა ჟირინოვსკიმ სატელევიზიო არხს. უფრო მკაცრი იყო პუტინის განცხადება: - " მე არ ვიცი, ის გვიყურებს ახლა თუ არა, მაგრამ იმას გეტყვით, რომ ჩვენ არ გავჩერდებით". რუსეთის და ბელორუსიის პოლიტიკოსებმა ტელევიზიებს ბოიკოტირებისკენ და "Мисс Wurs" ის გადმოცემებში რედაქტირებისკენ მოუწოდეს.ამას მოჰყვა ათასობით რუსი მამაკაცის პროტესტი, რომლებმაც წვერი გაიპარსეს და საკუთარ თვითერზე პროტესტის ამსახველი ფოტოები განათავსეს. 1002 13-ს მოსწონს |
გამწარებულია ბიჭი