x
image
beko777
Mediator image
ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ, ჯანსუღ და მამუკა ჩარკვიანების ვარსკვლავი გაიხსნა

image
10 მაისს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით, მამუკა და ჯანსუღ ჩარკვიანების ერთობლივი ვარსკვლავის გახსნისადმი მიძღვნილი, გრანდიოზული კონცერტი გაიმართა. საღამოს, ღირსეულად და მისთვის ჩვეული იმპროვიზებით გაუძღვა ჟურნალისტი ინგა გრიგოლია.
მამა-შვილ ჩარკვიანებს, ეს შესანიშნავი დღე ქართული ესტრადის მრავალმა ვარსკვლავმა მიულოცა, რომელთა შორისაც იყვნენ: თემურ თათარაშვილი, რომელიც თბილისში სპეციალრად ამ დღისთვის ჩამოვიდა, ირმა სოხაძე, თამრიკო ჭოხონელიძე, "ქართული ხმები",
ეკა მამალაძე, "თეატრალურის კვარტეტი", "ალილო", მერაბ სეფაშვილი, აჩიკო ნიჟარაძე, დათუნა სირბილაძე და სხვები. წარმოდგენილი სიმღერები მამუკა ჩარკვიანის მიერ ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსებზე იყო შექმნილი. საღამოს, მომღერლებთან ერთად, დამატებითი ხიბლი შესძინეს პოეტებმაც, რომლებმაც ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსები წაიკითხეს. აგრეთვე, ჩარკვიანების ოჯახის მესამე ვარსკვლავმა, პიანისტმა ირმა გიგანმა, შესანიშნავი შესრულებით კიდევ უფრო გაალამაზა დღესასწაული. თავად მამუკა ჩარკვიანმა, მრავალი ცნობილი და ყველასათვის საყვარელი სიმღერა მიუძღვნა საზოგადოებას.

დარბაზში დამსწრე მრავალრიცხოვან აუდიტორიას შორის იმყოფებოდა ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად, მერობის კანდიდატი დავით ნარმანია და სხვა პოლიტიკური სახეები, რომლებიც კონცერტის დასასრულს, ვარსკვლავის გახსნასაც დაესწრნენ და პირადად მიულოცეს ეს დღე მამა-შვილს.

ძალიან ემოციურად წარიმართა კონცერტის დასკვნითი ნაწილი, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაცია "სახალხო დიპლომატიამ"
ჩარკვიანების გენიალური ოჯახის სამ თაობას "სახალხო სიყვარულის"
ჯიდლო გადასცა. ასევე, ჯანსუღ ჩარკვიანმა "ოქროს რაში"
მიიღო პაატა ბურჭულაძისაგან, რომელმაც შემდეგი სიტყვებით მიმართა პოეტს:
"პირველი დღიდან, როდესაც დაარსდა ფონდი "იავნანა", თქვენ მაგალითი მიეცით მრავალ ქართველს, თუ როგორ უნდა ქველმოქმედება. დიდი მადლობა! ამიტომ, მე მინდა ფონდ "იავნანა"-ს უმაღლესი ჯილდო "ოქროს რაში" გადმოქცეთ - ჩვენთვის დიდი პატივია!"

რათქმა უნდა, თავის მხრივ არც მამა-შვილ ჩარკვიანებს დაუშურებიათ მადლიერების გამომხატველი სიტყვები კულტურის პალატისა და პირადად დავით ოქიტაშვილის მისამართით.
დარწმუნებული ვარ, თითოეული იმ ადამიანისათვის, ვინც ეს სიხარული ჩარკვიანების ოჯახთან ერთად გაიზიარა, ეს საღამო ისევე დაუვიწყარ საღამოდ დარჩება, როგორც ჯანსუღ და მამუკა ჩარკვიანების ვარსკვლავი იქნება მარად და მარად, მათი სახელების უკვდავსაყოფად.



imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage
image
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage
































2
183
3-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
Mediator image
183
  
მალე წმინდანადაც შერაცხავენ მაგას,წმინდა ჯანსუღა.....ან ჯანსუღა მართალი....ეს,ჯანსუღა,რეპრესიების დროს,ბევრი ქართველის დასმენაში.. იყო მთავარი ეჭვმიტანილი....ბევრი დაასმინა,და ბევრიც დაახვრეტინა და გააციმბირებინა....... იყო ქართული ინტილიგენციის მტერი..... ვარსკვლავი გაუხსნეს.....???? ვააა,რას აღარ გაიგებ ტო, გაგიჟდა ქვეყანა......... ეს რა ხდება ტო.....
2014, 12 მაისი, 15:27
მამუკა ჩარკვიანისადმი პატივისცემის მიუხედავად, ასეც არ შეიძლება ყოველ მეორეს ვარსკვალვს უხსნიან, დაეკარგა ყვალანაირი ფასი და ღირებულება ვარსკვლავის გახსნას.
0 1 2