კინო საინტერესო, მაგრამ უცნობი ფაქტები ფილმ "ლამაზმანის" შესახებ 2014, 11 მაისი, 17:54 ფილმი ლამაზმანი („Pretty woman“), რომელიც გადაღებულია 1990 წელს, კვლავ რჩება ბევრი ადამიანისათვის უსაყვარლეს და უპოპულარეს კინოსურათად. თანამედროვე კონკიას-მეძავი ვივიანის და თანამედროვე პრინცის-ედუარდის ამბავი გახდა კინემატოგრაფიის მთელ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი ფილმი.
ფილმის გადაღება პროდიუსერებს 14 მილიონი დოლარი დაუჯდათ, მაგრამ სამაგიეროდ შემოსავალმა 464 მილიონს გადააჭარბა. სხვათაშორის, თავიდან ფილმს სახელად «3000$» უნდა დარქმეოდა-ზუსტად ამდენი გადაუხადა ედუარდმა ვივიენს, რომ მასთან გაეტარებინა ერთი კვირა. მეძავი ვივიენის როლზე თავდაპირველად მიიწვიეს მოლი რინგვალდი, შემდეგ მეგ რაიანი და დერილ ჰანა. მათ უარი თქვეს როლზე იმის გამო, რომ შეეშინდათ, მეძავის როლის თამაშს მათ შემდგომ კარიერაზე ცუდად არ ემოქმედა, თანაც არ ეგონათ, თუ ფილმი პოპულარული იქნებოდა. ეს ეხებათ არამარტო მსახიობებს, არამედ საავტომობილო კონცერნებსაც: "პორშემ" და "ფერარიმ" უარი თქვეს ფილმში გამოყენებული ყოფილიყო მათი მანქანა, ამიტომ ფილმის დასაწყისში რიჩარდ გირი მოძრაობს პროდიუსერის კუთვნილ ავტომანქანაზე «Lotus Esprit». აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ფილმი ფართო ეკრანებზე გამოვიდა, «Lotus Esprit»-ის გაყიდვები გასამმაგდა. თავდაპირველად რიჩარდ გირიც არ ყოფილა მთავარი როლის შემსრულებლის პრეტენდენტი. პროდიუსერები ედუარდ ლუისის როლზე კრისტოფერ რივს, შემდეგ კი ალ პაჩინოს მოიაზრებდნენ. მათაც უარი თქვეს ფილმზე, რადგან მისი წარმატების დიდი იმედი არ ჰქონდათ. როგორც კი როლი რიჩარდ გირს შესთავაზეს, ის უყოყმანოდ დათანხმდა და დიდი ენთუზიაზმით შეუდგა მუშაობას. ფილმში არის ასეთი მომენტი: ედუარდს ვივიენი ოპერაში მიჰყავს. ისმის "ტრავიატას" მუსიკა, რომლის შინაარსი აგებულია კურტიზანი ქალის ტრაგიკულ სიყვარულზე მდიდარი მამაკაცის მიმართ. ფილმის ბოლოს ედუარდი ვივიენისათვის ასრულებს ამ არიას "ტრავიატას" ფონოგრამაზე. მუსიკა და არია სპეციალურად იქნა ფილმისათვის არანჟირებული. მიუხედავად ფილმის არცთუ მცირე ბიუჯეტისა, პროდიუსერმა ცოტაოდენი ეკონომია მაინც გააკეთა: მაგალითად, ვივიენის წითელი ქურთუკი, რომელიც მას ფილმის დასაწყისში აცვია, სულ 30 $ ღირდა. ის იყიდეს ნიუ-იორკის ერთ-ერთი კინოთეატრის ბილეთების გამყიდველი ქალისაგან უშუალოდ გადაღების დაწყების წინ. სცენაში, სადაც ვივიენი ძველ კომედიას "მე მიყვარს ლუსი"-უყურებს, გარი მარშალს აზრად მოუვიდა ფეხისგულებში მოეღიტინებინა ჯულია რობერტსისასთვის, რომ მას სიცილი უფრო ბუნებრივი გამოსვლოდა. ყელსაბამი-ედუარდ ლუისის საჩუქარი, ნამდვილად 250 000$ ღირდა. გადაღებების დროს იმ მაღაზიის დაცვის თანამშრომელი, საიდანაც ინათხოვრეს ეს ყელსაბამი, მუდმივად იდგა რეჟისორის გვერდით და თვალს არ აცილებდა ძვირფას ნივთს. ფილმ "ლამაზმანის" („Pretty woman“) ოფიციალურ პოსტერზე ჯულია რობერტსს ეკუთვნის მხოლოდ თავი, რომელიც კომპიუტერული გრაფიკით მიერთებულია სხვა მსახიობი ქალის-შელი მიშელის ტანზე. ასევე რიჩარდ გირის თმაც დაექვემდებარა კომპიუტერულ დამუშავებას-პოსტერზე მსახიობი წაბლიფერთმიანია, მაშინ, როცა ფილმში აშკარად ჩანს მის თმაში შერეული ჭაღარა. ძალიან ხშირად ფილმის საუნდტრეკის(„Oh, pretty woman“) ავტორად შეცდომით ელვის პრესლის მოიხსენიებენ, მაშინ როცა ის დაწერა როი ორბისონმა და სიმღერამ მის ავტორსა და შემსრულებელს დიდი პოპულარობა და "გრემის"ჯილდო მოუტანა. 344 5-ს მოსწონს
|