x
image
worldsport.ge
სერენა უილიამსმა ფოტოკამერის წინ იპოზიორა

imageინგლისურმა ჟურნალმა ”ფიტნესმა”, რომელიც როგორც დასახელებიდან მიხვდით ძირითადად სპორტულ თემებზეა ორიენტირებული, ბევრი წვალების შემდეგ, ცნობილი ჩოგბურთელი, სერენა უილიამსი მაინც დაითანხმა თამამ ფოტოგადაღებებზე.
სერენამ ფოტოკამერის წინ მრავალმხრივად იპოზიორა და ფოტოგადაღებების შემდეგ არც თამამი ინტერვიუ დაამადლა ჟურნალის მესვეურებს. ცნობილი მუქკანიანი მეჩოგნე ამბობს, რომ სილამაზის მხრივ მისი და ვენუსი ყოველთვის სჯობდა, თუმცა თავის მოვლა სერენას უფრო უყვარდა.
აგერ გთავაზობთ სერენა უილიამსის თამამ ფოტოებს და დავსძენთ, რომ მისი დაკუნთული სხეულის მოწონება-არმოწონება პირველ ყოვლისა გემოვნების საქმეა, მაგრამ არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს, რომ “ალხანას ჩალხანა არ დაელევა” და ყველანაირი გარეგნობის ქალს მომწონებელი მუდამ ეყოლება. ალბათ ცხოვრება ამიტომაცაა საინტერესო.

www.worldsport.ge


0
78
1-ს არ მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
78
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0