შოუბიზნესი ევროვიზია -2014-ის გამარჯვებული ავსტრიელი მომღერალი გახდა 2014, 11 მაისი, 8:08 კოპენჰაგენი, დანია.-ავსტრიელი კონჩიტა ვურსტი(ნამდვილი სახელი ტომას ნოივირტი)რომლის გარშემოც ამდენი სკანდალი იყო ატეხილი(ზოგიერთი ქვეყნის ტელევიზია მისი მონაწილეობის გამო, პროტესტის ნიშნად უარსაც კი აცხადებდა "ევროვიზიის" ტრანსლიაციაზე) "ევროვიზია–2014"–ის გამარჯვებული გახდა. მისმა სიმღერამ "Rise Like a Phoenix" 290 ქულა აიღო. ტროფეის მიღების შემდეგ გამარჯვებულმა პრესკონფერენცია გამართა B & W Hallerne-ში."როგორც იქნა მე ვეღირსე ამ ოქროს წვიმას, ვეკითხებოდი ჩემს მენეჯერს რენეს:"როგორ ფიქრობთ გავიმარჯვებ?"მან მიპასუხა:"შენ გაიმარჯვე". მეორე ადგილზე ჰოლანდიური ჯგუფის The Common Linnets-ის სიმღერა"Calm After The Storm" გავიდა 238 ქულით, ხოლო მესამეზე – Sanna Nielsen შევედეთიდან, სიმღერით-"Undo"-218 ქულით. ტრადიციულად მომავალი "ევროვიზიის კონკურსი გამარჯვებულ ქვეყნის დედაქალაქში გაიმართება, 2015 წელს კონკურსის მასპინძელი ვენა იქნება. 574 6-ს მოსწონს
|