x
image
აჩიკუნა
ღმერთი სამება: – :მართლმადიდებლური კატეხიზმო
1. მართლმადიდებლები ადიდებენ სამება ღმერთს


image

"დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა", –აი სიტყვები, რომლებიც


მუდამ მეორდება ეკლესიაში. "კურთხეულ არს მეუფება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა", –

ღაღადებს მღვდელმსახური საღმრთო ლიტურგიის დაწყებისას.


წმიდა ეკლესიაში ჩვენ ვცხოვრობთ ყოვლადწმიდა სამების საუფლოში,

ყოვლადწმიდა საუფლოშია ჩვენი ცხოვრება, ამიტომ არაა გასკვირი, რომ

ჩვენი უმაღლესი სიხარული, სიცოცხლის სისავსის შეგრძნება და შეგნება

ყოვლადწმიდა სამების ქებაში გამოიხატება და თუ კი ყოველთვის არ

ვხარობთ ამ ქების აღვლენისას, ეს იმიტომ, რომ შორსა ვართ სრულყოფ-

ილი ცხოვრების სისავსისაგან და არასაკმარისად გვესმის, რომ მისი

წყარო ყოვლადწმიდა სამებაა.





2. ორი საიდუმლო: ღმერთი სამება და ღმერთი სიყვარული


image


ერთ ღმერთს მრავალნი სცემენ თაყვანს, კერძოდ იუდეველნი და

მაჰმადიანები, მაგრამ წოვლადწმიდა სამებას მხოლიდ ქრისტიანები და

ამაშია მათი დიდი უპირატესობა. ის საიდუმლო, რომ ღმერთი თუმცა

ერთია, მაგრამ სამპიროვანი, განგვიცხადა იესო ქრისტემ. მან განგვიც-

ხადა ისიც, რომ "ღმერთი სიყვარული არს" (1 იოანე 4, 8). ერთი

დიდი საიდუმლო მეორესთან მიახლოებაში გვეხმარება:

ღმერთი სიყვარულია იმიტომ, რომ იგი სამპიროვანია და ღმერთი

სამპიროვანია იმიტომ, რომ იგი სიყვარულია.

არასრულყოფილი ადამიანური სიყვარულიც კი აკავშირებს ადამიან-

ებს თითქოსდა ერთ არსებად, მაგალითად–მეუღლეებს, ოჯახს, მეგობ-

რებს. ადამიანების მიმართ ეს უფრო სიტყვებია, ვიდრე სინამდვილე,

მაგრამ ღმრთეებრივი სიყვარული უზომოა და ამიტომაც ყოვლადწმიდა

სამების პირნი, მათი ურთიერთსიყვარულის ყოვლისშემძლეობის

ძალით, მართლაც, ერთი ღმერთია, ერთი არსისა და ერთი სიცოცხ-

ლის მქონე.





3. ღმერთი სამება სრულყოფილი ერთობაა სიყვარულში image


კაცნი, რომელთაც ერთპიროვანი ღმერთი სწამთ, წარმოიდგენენ მას

როგორც მკაცრსა და დესპოტს. მართლაც, ღმერთი რომ ეული ყოფილ-

იყო, საიდან ჩაისახებოდა მასში სიყვარული? სიყვარული იქაა, სადაც

არის ის, ვის უნდა უყვარდეს და ვინ უნდა უყვარდეთ და სიყვარულიც მით უფრო სრულყოფილია, რაც უფრო სრულყოფილნი არიან ისინი,

ვისაც უყვარს და ვინც უყვართ. ყოვლადწმიდა სამებაში კი, როგორც ის

ვისაც უყვარს, ასევე ისიც, ვინც უყვართ, თავად სრულყოფილებაა,

რადგან ყოვლადწმიდა სამების ყოველი პირი ღმერთია. მამაც ღმერთია, ძეც ღმერთია და სულიწმიდაც ღმერთია. ყოვლადწმიდა სამებას შეიძ-

ლება ვუწოდოთ ყველაზე სრულყოფილი ერთობა სიყვარულში, ანუ

სიყვარულის კავშირი იმიტომ, რომ სრულყოფილნი არიან მოყვარულნი და სრულყოფილია მათი სიყვარულიც.







4. სასიცოცხლო მნიშვნელობა ყოვლადწმიდა სამების დოგმატისა



image


ჩვენ ვადიდებთ ყოვლადწიდა სამებას: მამას და ძესა და წმიდასა სულ-

სა იმიტომ, რომ ადამიანის შექმნისა და სიცოცხლის მიზანია ღმრთის

მსგავსება სიყვარულში ანუ განღმრთობა. ღმრთეებრივი მადლი გზას

გვიხსნის ადამიანთა ერთობისაკენ და მათ შორის სიყვარულის ზრდის-

აკენ ყოვლადწმიდა სამების პირთა მსგავსად. ყოვლადწმიდა სამების

დოგმატი, დოგმატი სიყვარულის მარად განხორციელებადსა და განხორ-

ციელებულ ზეიმზე, მტკიცე საფუძვრლს გვაძლევს გვჯეროდეს, რომ

ჩვენ, ქრისტიანები, დედამიწის ზურგზე ერთიანობისაკენ სწრაფვით

უტოპიურ ოცნებას კი არ მივდევთ, არამედ ვესწრაფვით იმას, რაც

საუკუნითგან არსებობს და რაც თვით ჭეშმარიტი ცხოვრების პრინციპია.

ვიცით რა, რომ ღმერთი თვითონაა უმაღლესი ერთობა სიყვარულში,

განა შეიძლება, რომ გეშინოდეს იმისა, ვისაც სძულს, ვინც თიშავს,

ვისაც სურს მოკლას ან განაშოროს? ასეთია ღმრთის სამების შესახებ

დოგმატის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჩვენთვის.

"ღირს არს და მართალ თაყვანისცემა მამისა და ძისა და წმიდისა

სულისა, სამებისა ერთარსებისა და განუყოფელისა".





5. ღმერთის ცოდნა შეიძლება, რამდენადაც ის თვითონ განგვეცხადება


image


ღმრთის ჭეშმარიტი შეცნობა, ყოვადწმიდა სამების საიდუმლოში ბოლ-

ომდე შეღწევა ჩვენ არ შეგვიძლია. თუ კაცის გული დროებით მაინც

აღინთება ჭმიდა სიყვარულით, სრულად მაინც ვერ დაიტევს ღმრთეებ-

რივი სიყვარულის მარადის გაუნელებლად მოგიზგიზე ალს. ღმერთი

გულით შეიცნობა იმიტომ, რომ გულით შეიცნობა სიყვარული, მაგრამ

თუკი გულს არ ძალუძს ბოლომდე დაიტიოს და შეიცნოს ღმრთეებრივი

სიყვარული, მით უფრო ვერ შეძლებს ამას გონება; იგი ერკვევა მხოლოდ

იმაში, რაშიც უკვე დარწმუნდა გული და თუკი მაინც რაიმე ვიცით

ღმერთის შესახებ, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ღმერთი თვითონ განგვეც-

ხადება ხოლმე.ჩვენ ვიცით ღმერთის შესახებ საღმრთო გამოცხადებიდან,

რომელიც არის ღმრთეებრივი სიყვარულის გამოსხივება, მისი სინათლე.




6. "მე ვარ, რომელი ვარ"


image


საღმრთო გამოცხადებიდან შევიტყობთ, რომ ღმერთი არის არსებული.

ეს, ნისნავს, რომ ღმერთი არსებობს ყველაზე სავსე და სრულყოფილი

სახით. ღმერთი არის არსებული, ანუ იგი, ვინც არის, როგორც ღმერთ-

მა დაუსახელა თავი მოსეს (გამს. 3, 14).

თავის თავს არსებულს რომ უწოდებს, ამით ღმერთი გვიჩვენებს,

რომ იგი არის განცხადებული და შეცნობადი, რომ იგი არის ნათელი

და ცხოვრება.








გაგრძელება იქნება

3
332
6-ს მოსწონს
ავტორი:აჩიკუნა
აჩიკუნა
332
  
2014, 10 მაისი, 14:54
გენაცვალე! შენც ასევე!
2014, 10 მაისი, 14:53
მადლობა ასეთი პოსტისთვის, ღმერთს ებარებოდე.
0 1 3