x
image
მანჩო 777
მამაცმა და ჭკვიანმა ძაღლმა პატრონი საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინა
ჰანა ალიასკაზე ცხოვრობს უკვე 25 წელია. მისი ფანჯრიდან ველური ბუნების მშვენიერი ხედი იშლება. ის ცხოვრობს კანადისა და აშშ-ის საზღვარზე თავის ძაღლებთნ ერთად. რამოდენიმე ხნის წინ ჰანამ თავისი საყვარელი ძაღლი-მეისონი დაკარგა. ქალი გულისტკივილით ყვება, თუ როგორ გადაარჩინა მეისონმა მისი და კიდევ სამი პატარა ძაღლის სიცოცხლე საკუთარი სიცოცხლის სანაცვლოდ.


image


"მეისონი-ყველაზე არაჩვეულებრივი ძაღლი იყო, რაც მე ოდესმე მინახავს. ის ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო უკანასკნელი 16 წლის მანძილზე. მეისონი ჰასკისა და ლაბრადორის ნაჯვარი იყო არაჩვეულებრივად ფუმფულა ყურებით და სახეზე ისეთი ხალებით, გეგონებოდათ, ჰარი პოტერის სათვალეებს ატარებსო.

ჩვენ ერთად უამრავი თავგადასავალი გადავიტანეთ, უამრავი მთის თუ გორაკის მწვერვალზე ავსულვართ ერთად. როცა ძალიან დავიღლებოდი, მეისონი ყურებს მაგრად შეკრავდა და ისეთი საზრიანი თვალებით მიყურებდა, თითქოს მამხნევებდა ძალაგამოცლილს.



image


მეისონი ნამდვილი საყრდენი იყო ჩემი ძმისათვის, როცა მას მძიმე წლები ჰქონდა.მათ ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. როგორც კი ჩემ ძმას დაინახავდა, მეისონი მაშინვე პატარა ლეკვივით შეახტებოდა ხოლმე.


image


ბოლო 2 წლის განმავლობაში მეისონი დაბერდა, მხედველობა და სმენაც დაუქვეითდა. მე მზარავდა იმის გაფიქრებაც კი, რომ ის სიბერისაგან დაიტანჯებოდა და მე მომიწევდა მისი დაძინებით მოკვლა, რომ ამ ტანჯვისაგან მეხსნა. არ ვიცი, შევძლებდი კი ამას ამდენი წლის მეგობრობის და სიყვარულის შემდეგ?


image


მე ვცდილობდი, მასთან რას შეიძლება მეტი დრო გამეტარებინა, რადგან ვგრძნობდი, რომ ეს ჩვენი ურთიერთობის უკანასკნელი წელი იყო.


image


5 მარტს მე მეისონთან და კიდევ სამ პატარა ძაღლთან ერთად გავეშურე ჩვენი სამფლობელოების შემოსავლელად. დაახლოებით 2 კილომეტრით ვიყავით სახლს დაშორებული, როცა ვიგრძენი, რომ ზურგს უკან ვიღაც დგას და გვიყურებს. მოვიხედე და დავინახე, რომ 500 მეტრში უზარმაზარი მგელი იდგა. ჩვენს მიდამოებში მგლები დიდი ხანია არ მენახა. ისინი გაურბიან ადამიანებთან შეხვედრას, მით უმეტეს, როცა თან ძაღლები გახლავს, ამიტომ სრულებით არ შემშინებია, გავაგრძელე გზა დარწმუნებულმა, რომ მგელი თავისი გზით წავიდოდა.


image


ხუთოდე წუთის შემდეგ ერთმა პატარა ძაღლმა გაბრაზებული ხმების გამოცემა დაიწყო. მოვიხედე და და დავინახე, რომ მგელი ოროდე ნაბიჯზე იდგა ჩვენგან. ის იყო უზარმაზარი, ცოტათი შეშინებული, მაგრამ ჩვენზე კონცენტრირებული და რაც მთავარია ეტყობოდა, რომ ძალიან მშიერი იყო...

ჩვენ განსაცდელში ჩავვარდით-მგელი თავს დაგვესხა, ჩვენ ოცი წუთის განმავლობაში ვცდილობდით თავი დაგვეცვა მისგან, ძაღლები ცდილობდნენ მისთვის ეკბინათ, მე კი თხილამურების ჯოხით ვცდილობდი მომეგერიებინა, მაგრამ ჩვენი ცდა ამაო იყო. შიმშილმა მგელს ძალა გაუორმაგა და აშკარა იყო, რომ მე თუ არა, რომელიმე ძაღლი მაინც მისი მსხვერპლი გახდებოდა. მგელი მე პირდაპირ თვალებში მიყურებდა, თუმცა ამ დროს პატარა ძაღლზე აპირებდა თავდასხმას. მან მისი ყელი კბილებში მოიქცია და უნდა გამოეღადრა, რომ ამ დროს მეისონი ეცა მას. პატარა ძაღლი გვერდზე მოისროლა და თვითონ ჩაება არათანასწორ ბრძოლაში. მგელმა მეისონს წამებში გამოღადრა ყელი....მე ისე ხმამაღლა ვყვიროდი, მეგონა ჩემი ხმა მთელ მსოფლიოს ესმოდა. ვხედავდი, როგორ გლეჯდა მგელი მეისონის ჯერ კიდევ მოძრავ სხეულს. მინდოდა მგელს შიშველი ხელებით ვცემოდი და მიმეხრჩო, მაგრამ ის ისე იყო გამძვინვარებული, რომ მე და ჩემს სამივე ძაღლს იქვე მოგვკლავდა. სასწრაფოდ უნდა გავცლოდით ამ ადგილს. მე ქვითინით მოვდიოდი და დროგამოშვებით უკან ვიყურებოდი, სადაც მგელი ფლეთდა მეისონის უსულო სხეულს.

მე ვიცი, რომ არაფრის გაკეთება არ შემეძლო, მაგრამ მაინც მტანჯავს იმაზე ფიქრი, შემეძლო თუ არა ჩემი მეგობრის გადარჩენა, თუმცა ღირდა კი ეს? ძაღლების უმეტესობა სიბერით ტანჯვაში კვდებიან, მეისონი კი გმირულად დაიღუპა, გადაარჩინა რა ჩემი და სხვა ძაღლების სიცოცხლე.

მშვიდობით, მეგობარო!"

image

7
90
6-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
90
  
2014, 21 ივნისი, 23:58
ცოტა გასაკვირია ის რომ 1 მგელი მარტო ესხმის ადამიანს რომელსაც 4 ძაღლი ახლავს თან !!! :) :) :) რაც არ უნდა მშიერი იყოს მგელი , მასეთი სულელიც არ არის რომ თავი ასეთ საფრთხეში ჩაიგდოს ;)
2014, 10 მაისი, 17:50
ნეტავ არ წამეკითხა საშინლად ჩამწყდა გული :( უზომოდ მიყვარს ცხოველები და ასეთი ამბები ძალიან ცუდად მოქმედებს ჩემზე :(
2014, 10 მაისი, 13:38
ეგ მეტისმეტია, ჩვენ 3 ოტახიანში გვყავდა და თან აივანზე, ზოგჯერ სახლის სახურავის "ჩერდაკში". ეხლა ნამდვილად ვერ ავიტან.
2014, 10 მაისი, 13:35
ასე შორიდან მიყვარს მეც, მაგრამ ბინაში ვერაფრით ვერ ავიტან ვერანიარ ცხოველს.,.ჯერ ალერგია მაქსვ ბეწევბის მიმართ და მერე მეორე, მისი სუნი როგორი ასატანია აბა? ჩემ კორპუსში ერთი ქალია, 3 უზარმაზარი ნაგაზი ჰყავს 16-ე სართულზე. ლიფტი რომ მოდის, შიშით ვიყურები, ძAღლები ხომმ არ მიყავს დაბლა თქო-ისე მეშინია. 1 ოტახიან ბინაში 3 ამხელა ძაღლი უკვე მანიაკობა მგონია.
2014, 10 მაისი, 13:31
კოცნა და ცახუტება ჩემგანაც შორს, თუმცა ერტხელ მეც მყავდა ძაღლები, სეტერის (მონადირე ჯიში) დედალ-მამალი, და-ძმა იყო და 5 დღის ლეკვები გავზარდე, საოცრებები იყვნენ, თუმცა მოგეხსენება თბილისში და თან კორპუსში იყოლიო 2 ძაღლი ძნელია. რაიონში გავუშვით და ბიძამ თავის ძმაკაცს აჩუქა. (თავისი სახლიდან საკმაოდ მოშორებით ცხოვრობდა ძმაკაცი) მას მერე 2 წელი გავიდა, თვალით აღარ მინახავს მანჩო, არადა მენატრებოდნენ ხოლმე. მამალი დაღუპულა თურმე მოუვლელობით, დედალი კი კვლავ იმ უცხო ოჯახში იზრდებოდა. ხოდა ერთ ზაფხულსაც ჩავედი სტუმრად ბიძასთან, მოვინახულე ბიძაშვილები, დავალაგე ცანთები, დავსხედით ხის ძირში ჩრდილში და ვხედავ შორიდან რომ რაღაც დიდი ძაღლი მორბის ყეფით. უცებ ვერ მივხვდი და ვერც წარმოვიდგენდი რომ ეს "ის" იყო. თავიდან შემეშინდასავით, ბიძაშვილმა მითხრა ეს შენი ძაღლია მაკაო და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. სულ კუდის ქიცინით და ყეფით მოირბინა, ამომახტა, მლოკა, მთელი დღე აღარ წასულა პატრონთან, ღამე რომ დაბნელდა, მოაკითხეს და სულ წკმუტუნით წაიყვანეს ძალით.

ეხლა ვერავიტარ შემთხვევაში ვერ ჩავეხუტები და ვერ მოვეფერები ასე ახლოს "ასე მგონია". ძალიან ემოციური ვარ საერთოდ, განშორებები მიჭირს და უკვე რამდენჯერ დამწყდა გული, ძაღლებიც მყავდა, ზაზუნაც, კურდღელიც და ყველამ ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე, რაც ძნელად გადავიტანე და მას შემდეგ "შინაური ცხოველი" აღარ მყოლია და სურვილიც აღარ მაქვს.
2014, 10 მაისი, 13:23
არაად არც ისე ძალიან მიყვარს:( აი რომ ეხუტებიან და კოცნიან, მაგას ვერასოდეს გავაკეთებ, თორე ისე ერთგული და საყვარელი ცხოველები არიან.
2014, 10 მაისი, 13:21
საბრალო :( არა რაა, ძაღლზე ერთგული არავინაა დედამიწის ზურგზე.
0 1 7