x
image
რომეო
100 მილიონზე მეტ ბავშვს არ შეუძლია სკოლაში სიარული

image100 მილიონზე მეტ ბავშვს არ შეუძლია სკოლაში სიარული. ვისაც დაწყებით კლასებში შეაქვს განცხადება, მათგან დაახლოებით 150 მილიონი შემდეგ თავს ანებებს, რისი მთავარი მიზეზიც მსოფლიოს 92 ქვეყანაში არსებული სხვადასხვა სახის გადასახადია. სასკოლო განათლების მიღება განსაკუთრებით რთულია სოციალურად არახელსაყრელი სეგმენტის მოსახლეობისთვის, რომლებიც ძირითადად არიან ღარიბები, ობლები, ფიზიკური დეფექტისა და შეზღუდული უნარის მქონეები. ამას კი შედეგად მოაქვს ის, რომ მესამე მსოფლიოს ქვეყნებში 15-24 წლის ახალგაზრდებში 15% გაუნათლებელია.
ცხადია, მნიშვნელოვანია ისიც, თუ სად იბადება ბავშვი. ზოგიერთ არეალში განსაკუთრებით რთულია განათლების მიღება. მაგალითად, ინდოეთის მაღალ არეალებში წელიწადში 7 თვის მანძილზე ამინდი მკაცრია და არახელსაყრელი სკოლაში მოსიარულეთათვის, რაც აიძულებს ბავშვებს, სახლში დარჩნენ. თავისი როლი აქვს სქესსაც. 25 ქვეყანაში მაღალ კლასებში მოსიარულე ბიჭების რაოდენობა გოგონებისაზე მინიმუმ 10%-ით მეტია. ხოლო ინდოეთში, ნეპალში, ტოგოში, თურქეთსა და იემენში ეს მაჩვენებელი ადის 20%-მდე და ზოგჯერ აჭარბებს კიდეც. ყველაზე ცუდი მდგომარეობაა სამხრეთ აზიაში, სადაც სკოლის მოსწავლეა ბიჭების 52% და გოგონების 33%. სუბსაჰარულ აფრიკაში იგივე მაჩვენებლებია მხოლოდ 27% და 22%. ბევრ ქვეყანაში რელიგიური თუ კულტურული მოტივების საფუძველზე მიაჩნიათ, რომ გოგონებისთვის შეუფერებელია სკოლაში სიარული.

0
12
1-ს მოსწონს
ავტორი:რომეო
რომეო
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0