სხვა ჰოროსკოპი: ვერძი 2012, 1 ოქტომბერი, 13:16 (21 მარტი - 20 აპრილი) ცეცხლის ნიშანი, იმყოფება პლანეტა მარსის მფარველობის ქვეშ. მტკიცე ხასიათი აქვთ, ძალაუფლების სიყვარულიც ახასიათებთ. არც ძალა და ენერგია აკლიათ. ამ ნიშნის მატარებლები წინამძღოლობის ნიჭით არიან დაჯილოვებულნი. როგორც ქალი, ასევე მამაკაცი. ვერძისათვის დამახასიათებელია მომავლის რწმენა, გრძნობების აყოლა და ცოტა არ იყოს, გაზვიადებისაკენ მიდრეკილება.
მამაკაცებს შემტევი ხასიათ აქვთ, ტაქტიც საკმაოდ აკლიათ და არც სხვებისათვის იციან ანგარიშის გაწევა. უქმად ყოფნას ვერ იტანენ, ვერც უსამართლობას ურიგდებიან, ვერძი ხშირად ვარდება გამოუალ სიტუაციაში იმის გამო, რომ თავს ვერ თოკავს და არც დიპლომატიის უნარი გააჩნია. ვერძისათვის ცხოვრების აზრი მხოლოდ შრომაშია. კარგი დიდი ნებისყოფის, გაბედულობის და სწრაფი რეაქციის პატრონები არიან, ამიტომ მათ სორის ბევრია კარგი ექიმი, ჟურნალისტი, მეთაური, ადმინისტრატორი, თუმცა დესპოტიზმისაკენ მიდრეკილება და უტაქტობა ძალიან უშლით ხელს სახელის მოხვეჭაში.
მამაკაცი ვერძი თითქმის ყოველთვის კარგი მუშაკია, შრომისმოყვარე და საქმისადმი ერთგულია, გარეგნულად ჯანსაღი, სინამდვილეში მეტად სათუთები არიან. მამაკაცი ვერძი იშვიათად არის სამაგალითო მეუღლე თავისი ახირებული ხასიათის გამო. ამიტომაც მისი ქორწინწბის ბედ-იღბალი მთლიანად დამოკიდებულია მეუღლის მომთმენოანობასა და ტაქტზე.
ქალი ვერძი ამ ნიშნის მატარებელ ქალებს პროფესია მუდამ გააჩნიათ. ადვილად ეუფლებიან ყოველგვარ სამუშაოს და ოჯახშიაც წინამძღოლად ითვლებიან.
სხვა ნიშნებთან დამოკიდებულება: ლომთან, ტყუპებთან და მშვილდოსანთან ვერძის კავშირი მისასალმებელია. ისინი თავიანთი სიდინჯითა და ფილოსოფიისადმი მიდრეკილებით ამშვენებენ ვერძს, სასწორთან და მერწყულთან უფრო ფიზიკური ლტოლვა აქვთ, ვიდრე სულიერი. არასასურველია ვერძის დაკავშირება თხის რქასთან, კირჩხიბთან, თევზებთან და ღრიანკალთან. ქალწულისა და კუროსადმი ვერძი მეტად გულგრილია, თავის მხრივ არც ისინი იჩენენ დიდ ინტერესს და სიმპათიას ამ ნიშნისადმი... 1149 2-ს მოსწონს
|