სხვა ჰოროსკოპი: გველის წელი 2012, 28 ივლისი, 16:14 ისინი მეტად რთული ბუნებით გამოირჩევიან, დაბადებიდან დაჰყვებათ სიბრძნე და სიტყვაძვირობა. კარგი ბედისა არიან, მაგრამ ცოტა არ იყოს, ხელმომჭირნეობაც ახასიათებთ, ზოგჯერ კი ეგოიზმსა და პატიმოყვარეობასაც ავლენენ. სამაგიეროდ, ბედით დაჩაგრულ თანამოძმეებს გასაჭირში მარტო არ ტოვებენ. რაკიღა იშვიათად ენდობიან სხვის რჩევას, ხშირად უშვებენ შეცდომებს, რასაც ძალიან მწარედ განიცდიან, გაბედულები და შეუპოვრები არიან და ზუსტად იციან რა უნდათ, მათ მშვიდ გარეგნობაში დიდი ვნებათაღელვა იმალება. როგორც წესი, მომხიბვლელობა და შინაარსიანი სულიერი სამყარო აქვთ,
მაგრამ ცოტა არ იყოს, თავქარიანები არიან, რასაც ხშირად ოჯახური კონფლიქტები მოსდევს ხოლმე.
ა) ადამიანები, რომლებიც იდეალურად შეგეფერებიან სიყვარულში, ასევე მეგობრობაში: ხარი და მამალი.
ბ) ადამიანები, რომლებთანაც არ არის რეკომენდირებული თქვენი ურთიერთობა: ვირთხა, ბოცვერი, ურჩხული, გველი, ცხენი და ცხვარი.
გ) ადამიანები, რომლებიც არ შეგეფერებიან არც ერთი და არც მეორე თვალსაზრისით. უფრო მეტიც, მათთან კავშირმა უბედურება და კატასტროფაც კი შეიძლება მოგიტანოთ: ვეფხვი და ტახი. 5612 5-ს მოსწონს
|