სხვა ჰოროსკოპი: კურო 2012, 1 ოქტომბერი, 13:51 (21 აპრილი - 21 მაისი) მიწის ნიშანი, პლანეტა ვენერა მფარველობთ, წინააღმდეგობებით სავსე ბუნება ახასიათებთ, მეტად მგრძნობიარენი არიან. სერიოზულობას და ფხიზელ გონებას კურო მიწის ნისანს უნდა უმადლოდეს. სამაგიეროდ ვენერა მას რბილ ხასიათს, კომფორტისადმი სიყვარულს, ემოციურობასა და სინაზეს ანიჭებს. ამ ორი განსხვავებული გავლენის წყალობით კუროს ბუნება გაორებულია. ერთი მხრივ, იგი მატერიალურ კეთილდღეობას აღმერთებს. მეორე მხრივ, უასაზღვროდ ხელგაშლილია. მყუდროობაზე ოცნებობს და უწესრიგობისათვის თავი ვერ დაუღწევია. სიმდიდრე და განცხრომა უყვარს, მხიარული დროს ტარება ხიბლავს. პატარა რამე ახარებს და ახალისებს, მიწისგან უზარმაზარ სასიცოცხლო ძალებს ღებულობს, დიდი ინსტიქტების პატრონი ადვილად ეგუება სამყაროს. სამაგიეროდ, ჟინიანი და ახირებული, ამავე დროს საშინლად ჯიუტიც. მუხედავად ამისა, საერთო ჯამში დამყოლი. მომთმენი და მშვიდი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, უყვარს ჩინოსანი და გავლენიანი ხალხის წრეში ყოფნა. ქალი კურო: ისინი მეტად ქალურები არიან, რასაც მფარველ პლანეტას უნდა უმადლოდნენ, ის ახირებულობა და ჟინიანობა, რაც ამ ნიშნის მატარებელ მამაკაცებს ნაკლად ეთვლებათ, ქალებს მომხიბვლელობასა და ლაზათს მატებს. ქალი კურო აღმერთებს ლამაზ ნივთებს, ყვავილებს, ჩაცმა-დახურვას, დელიკატესებს, კარგ ღვინოს, ასე რომ, მათ თაყვანისმცემლებს აშკარა გაკოტრება ემუქრებათ. გარდა ამისა, ქალი კურო საშინლად ეჭვიანია, თუმცა თავად საკმაოდ თავქარიანები არიან, მაგრამ იშვიათად ღალატობენ იმათ ვისაც მთელი გულით შეიყვარებენ. სხვა ნიშნებთან ურთიერთობა: სასურველია კურომ თავისი ბედი ქალწულს, თხის რქას, კირჩხიბს ან თევზებს დაუკავშიროს. სახიფათოა ლომთან, ღრიანკალთან და მერწყულთან კავშირი. კურო თავისივე ნიშანთან საერთო ენას ნახულობს, მაგრამ ისევე როგორც ტყუპებთან, აქაც გამორიცხული არაა ხშირი შეხლა-შემოხლა და კინკლაობა... 2206 4-ს მოსწონს
|