სხვა ამერიკელმა ქალმა "ეშმაკის ცეცხლის" ფოტოზე გადაღება მოახერხა 2014, 8 მაისი, 19:56 მისურის შტატში მცხოვრები ქალბატონი მოწმე გახდა ბუნების უიშვიათესი მოვლენისა, რასაც ცეცხლოვან ტორნადოს ან "ეშმაკის ცეცხლს" უწოდებენ.
მიუხედავად შემზარავი სანახაობისა, ქალი არ შეშინდა და შეჩერდა, რომ ამ მოვლენისათვის სურათი გადაეღო.
ბუნების მოვლენა, რომელსაც "ეშმაკის ცეცხლს" უწოდებენ, შეამჩნია ჯანი კოპელინმა (Janae Copelin), როცა ის ფერმიდან ბრუნდებოდა თავისი ავტომობილით. მისურის შტატის ქალაქ ჩილოკოტში მცხოვრები ქალბატონი ამბობს, რომ ეს იყო ყველაზე შემზარავი და გასაოცარი რამ, რაც მას ოდესმე უნახავს. ამ სანახაობამ ჯანის ჯოჯოხეთის ცეცხლოვანი გამოსახულება მოაგონა. სქელი კვამლისებრი ღრუბლების და ჯოჯოხეთური ხმის მიუხედავად ჯანიმ გაბედა შეეჩერებინა მანქანა ყანების პირას და ციდან წამოსული ცეცხლის დაკლაკნილი გველი გადაეღო. ნახულმა ქალი იმდენად შეაძრწუნა, რომ გადაწყვიტა ეს ამბავი მეგობრებისათვის გაეზიარებინა და ფოტოები თავის Instagram-ზე დაედო. "-ჩვენ გვქონდა შესანიშნავი week-and-ი, მაგრამ ის დააგვირგვინა ამ შემზარავმა და ამავე დროს მომნუსხველმა ბუნების მოვლენამ, რასაც ცეცხლოვანი ტორნადო ჰქვია. ჩვენ ვხედავდით, თუ როგორ ანადგურებდა მისგან წამოსული ცეცხლის ალები ფერმერების ყანებს, გვინდოდა გავცლოდით ამ საშინელ სანახაობას, მაგრამ ამავე დროს ის მაგნიტივით გვიზიდავდა და მე კვლავ და კვლავ ვიღებდი სურათებს", -თქვა ჯანიმ. ცოტა მოგვიანებით, ადგილობრივ ტელევიზიასთან (KMBC ) მიცემულ ინტერვიუში ჯანი გამოტყდა, რომ მან და მისმა მეგობრებმა შიშისაგან ლამის გონება დაჰკარგეს გამძვინვარებულ ცეცხლოვან სტიქიასთან სიახლოვის გამო. ''ჩემმა Instagram-ისადმი სიყვარულმა მაიძულა შევჩერებულიყავი და სურათები გადამეღო. ჩვენ შეძრწუნებულნი ვიყავით ნანახით, რადგან მგვრგვინავი ხმა და ტორნადოსაგან წამოსული სიმხურვალე განადგურებით გვემუქრებოდა, მაგრამ ეს ძალიან ცოტა ხანს, სულ ორიოდე წუთს გაგრძელდა"-თქვა ჯანიმ. 167 8-ს მოსწონს
|