საზოგადოება ნანუკა ჟორჟოლიანი ქმარს საყვედურობს: "ირაკლი ამდენი გადარეული სად აიწეპე ამიხსენი" 2014, 8 მაისი, 0:27 ![]() ![]() ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი აქტიურადაა ჩართული მიმდინარე მოვლენებში. ამ ყველაფერის მიზანი მისი ჟურნალისტური საქმიანობა არ გახლავთ, ნანუკა ირაკლი კოდუას ცოლი გახლავთ. "ამ საქმეს ბოლომდე ჩავყვები"-წერს ჟორჟოლიანი და ჯერ–ჯერობით სიტყვასაც ამართლებს. სულ ცოტა ხნის წინ ჟურნალისტმა მეუღლეს საქვეყნოდ უსაყვედურა. "აუ ირაკლი ამდენ გადარეული სად აიწეპე ამიხსენი რა?! ერთი დგას და ყვება ჯადოებს როგორ გვიკეთებს. მეორე ყვება მამამისი ნარკოტიკებს სად და როგორ ყიდულობდა! მესამე ამტკიცებს რომ მოსადის წევრი ხარ და საიდუმლო სქემები იცი! ამდენი ერთად სად იპოვე ამიხსენი რა!"-წერს ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში. ![]() ირაკლი კოდუა ძებნილია, მაგრამ ირკვევა, რომ მეუღლესთან დაკავშირებას მაინც ახერხებს. მან შინაგან საქმეთა სამინისტროს ნანუკას ხელით იმ ვიდეოკამერების სია გამოუგზავნა, რომელებზეც მისი ძმის ცემის ფაქტი უნდა ასახულიყო. დავით კოდუას ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე გაუმჯობესდა. დაზარალებული ოთხივე კიდურს ამოძრავებს, მაგრამ ჯერ მაინც მართვით სუნთქვაზეა. ოჯახის წევრები არ გამორიცხავენ, რომ დავითი სამკურნალოდ საზღვარგარეთ წაიყვანონ. ![]() 449 4-ს მოსწონს 1-ს არა
|