როგორც ტელეკომპანია "რუსთავი 2" -ს პროექტ "X-ფაქტორი"-ს ერთგული მაყურებლისთვისაა ცნობილი, პროექტის ჟიურის შემადგენლობის ერთ-ერთი წევრი, მომღერალი სტეფანე მღებრიშვილია. შოუს პროცესში ჟიურის წევრებს, უცხოელი მონაწილეების გამო, არაერთხელ მოუწიათ ინგლისურ ენაზე საუბარი. ასევე, რათქმა უნდა ინგლისურად ესაუბრნენ ისინი შოუს ერთ-ერთ დასკვნით ნაწილში საიმონ ქაუელს, რომელმაც ჟიურის თითოეულ წარმომადგენელს იმის გამო დაურეკა, რომ კატეგორიებად დაყოფილი კონკურსანტები გადაენაწილებინა მათთვის.
როგორც ჩანს, საზოგადოებამ მეტად კრიტიკულად შეაფასა ჟიურის
უცხოენოვანი აქცენტი და მათ სტეფანეს ინგლისური დაიწუნეს. ამ ფაქტთან დაკავშირებით, მომღერალმა გაბრაზება ვერ დამალა და "ფეისბუქი"-ს საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებული სტატუსის საშუალებით გამოეხმაურა კრიტიკოსებს:
"რატომ შემეცით ამ ინგლისურის აქცენტით? რატომ უნდა ვლაპარაკობდე ბრიტანელივით?! შიგ ხომ არ გაქვთ? რა საჭიროა კეკლუცობა?! ბევრად სირცხვილია თქვე უვიცებო, არამშობლიურ ენაზე როდესაც პონტაობთ და გაგებაში არ ხართ არაფრის საერთოდ! ეჰ, რა გეშველებათ...თორემ მე კი მაქვს ნაშველი."- წერს სტეფანე სოციალურ ქსელში.