x
image
beko777
Mediator image
ხატია სიჭინავა თიკო სადუნიშვილს: "ყველა თავისი ვარდისფერი ცხოვრებით ცხოვრობს და აუცილებელი არ არის, ერთ კონტექსტში გვესმოდეს ოჯახი მე და ვიღაცეებს"



imageროგორც "რუსთავი 2" -ის გადაცემა "პროფილი"-ს ერთგულმა მაყურებელმა უკვე იხილა გასულ ხუთშაბათს, ამჯერად მაია ასათიანი, მიწვეულ სტუმრებთან ერთად, ქართული ტრადიციების თემას განიხილავდა. სტუმართა შორის მყოფმა ხატია სიჭინავამ განაცხადა, რომ ცუდს ვერაფერს ხედავს გამოთქმაში "ქალო, ნასკი გამხადე" და დაამატა, რომ მეუღლისთვის თავადაც არაერთხელ გაუხდია "ნასკი".
ამ საკითხზე, სიჭინავას შეხედულებას თიკო სადუნიშვილი "ფეისბუქი"-ს საკუთარი გვერდის საშუალებით გამოეხმაურა:
"ჩემი ხატია სამშობლო"


თიკოს მეგობრებისათვის რთულად მისახვედრი არ აღმოჩნდა, თუ ვის ეხებოდა ეს ირონიული სტატუსი და ამიტომ, მასზე ხატია მონიშნეს. თიკოს სტატუსის გაგრძელება კი, ასეთი იყო:

"შემდეგ გადაცემაში ხატიამ გახდილი ნასკებიც მოიტანოს, უნდა დავთვალო, რამდენჯერ..."
სადუნიშვილის გვერდზე გამოქვეყნებული პოსტი, რათქმა უნდა არც ხატიას დაუტოვებია უკომენტაროდ, თუმცა მან ამჯერად თიკოს მეგობრებს მიმართა საკუთარი სტატუსით:

"ძალიან გთხოვთ, ნუ დამთაგავთ თიკო სადუნიშვილის და მსგავსი ტიპების ვითომ სარკაზმულ სტატუსებზე. ყველა თავისი ვარდისფერი ცხოვრებით ცხოვრობს და აუცილებელი არ არის, ერთ კონტექსტში გვესმოდეს ოჯახი მე და ვიღაცეებს. ერთნაირად რომ გვესმოდეს,
ერთნაირი ოჯახი გვექნებოდა, რაც, როგორც ხედავთ, ძალიან აცდენილია უკვე რეალობას."

0
578
2-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
Mediator image
578
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0