ნუკი კოშკელიშვილის შეყვარებული საქართველოში ჩამოვიდა (ფოტოები).
რამდენიმე თვის წინ, მოდელისა და ტელეწამყვანის - ნუკი კოშკელიშვილის მორიგი სიყვარულის ისტორია მთელმა საქართველომ გაიგო. ნუკი აღფრთოვანებული ყვებოდა ყველა სატელევიზიო
გადაცემაში თავის ამერიკელ, „არანორმალურად სიმპათიურ“ შეყვარებულზე. მისი რჩეული - ბენჯი ჩეიმი ამერიკელია. პროფესიით ექიმია და ამავე სფეროშია დასაქმებული. წყვილმა ერთმანეთი სოციალური ქსელის მეშვეობით გაიცნო და მათ შორის მიმოწერა ორი წლის მანძილზე
გრძელდებოდა. საბოლოოდ, ნუკიმ ბენჯის ამერიკაში ჩააკითხა და ურთიერთობაც შედგა.
ნუკის სასიყვარულო ისტორიით აღტაცებულმა ნანუკა ჟორჟოლიანმა გადაწყვიტა მოდელისთვის სიურპრიზი გაეკეთებინა და "ნანუკა ჟორჟოლიანის შოუმ" ნუკის ამერიკაში გასამგზავრებელი ბილეთები
აჩუქა, რომ შეყვარებული კიდევ ერთხელ ენახა. ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ კი, ნუკი რა თქმა უნდა, ნანუკას ესტუმრა
გადაცემაში და მაყურებელს კიდევ ერთხელ უამბო ბენჯის შესახებ.
ნანუკას როგორც ჩანს, არც მაია ასათიანი ჩამორჩა. გადაცემა „პროფილის“ ანონსიდან ჩანს, რომ ნუკის შეყვარებული ბენჯი ჩეიმი საქართველოში ჩამოვიდა. გადაცემამ წყვილს ლოპოტაზე საინტერესო ტური მოუწყო, რისი ამსახველი ვიდეოც მომავალ, 7 მაისის გადაცემაში გავა. გთავაზობთ ნუკისა და ბენჯი ჩეიმის საქართველოში ვიზიტის ამსახველ ფოტოებს.