საზოგადოება "ნანუკა ჟორჟოლიანი ხმას თუ არ ჩაიგდებს, თავად ჩავაგდებინებ"-ასე დაემუქრა ნოშრევან ნამორაძის მეუღლე ნინო სუთიძე ნანუკა ჟორჟოლიანს 2014, 5 მაისი, 12:47 ბიზნესმენ ნოშრევან ნამორაძის მეუღლე, ნინო სუთიძე ნანუკა ჟორჟოლიანს ემუქრება: "ნანუკა ჟორჟოლიანი ხმას თუ არ ჩაიგდებს, თავად ჩავაგდებინებ..." დაპირისპირება ამ ორ ქალს შორის თანდათან მწვავდება. ნინო სუთიძემ ეს მუქარა მას შემდეგ გააჟღერა, როდესაც ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადება მოისმინა, სადაც ჟურნალისტი ასახელებდა 2006 წელს “ბიგ-ბენთან“ მომხდარ ინციდენტს, როდესაც ნოშრევანმა თავისი მეგობარი და ბიზნესპარტნიორი კურცხალია დაჭრა. როგორც ბიზნესმენის მეუღლემ, ნინო სუთიძემ აღნიშნა, მისმა მეუღლემ კურცხალიას თავდაცვის მიზნით ესროლა, რადგან ეს რომ არ გაეკეთებინა ახლა ნოშრევანი ცოცხალი არ იქნებოდა. პირველად კი კურცხალიამ გაისროლა და ასევე აღნიშნა, რომ კურცხალია მისი მეუღლის ნაცნობი იყო და არა ბიზნესპარტნიორი, როგორც ეს ჟორჟოლიანმა აღნიშნა. ეს თავდასხმა ვანო მერაბიშვილის მინისტრობის დროს მოხდა და ბიზნესმენი ნოშიკო სასამართლომ გაამართლა. ჟორჟოლიანს კი მიმართავს, თუ რაიმე კითხვები აქვს ამ ფაქტთან დაკავშირებით შეუძლია მიმართოს მაშინდელ თბილისის მთავარ პროკურორს გიორგი ღვინიაშვილს. და თუკი ნანუკა ხმას არ ჩაიგდებს ჩააგდებინებს!!!! ნანუკა "ფეისბუქზე" გამოეხმაურა ნოშიკოს მეუღლეს, ნინო სუთიძეს: ""ნანუკა ჟორჟოლიანო ხმას თუ არ ჩაიგდებ ჩაგაგდებინებ! მჯერა ნინო... შეიძლება დამხვდე და მცემო კიდეც შეიარაღებული ხალხით...რაც იცით, იცით..." 498 4-ს მოსწონს
|