x
image
beko777
Mediator image
კახა ბენდუქიძე: "სირების დღე საბჭოთა იქნება, თუ საერთაშორისო - რა განსხვავებაა?"

imageროგორც ცნობილია, პირველი მაისის უქმე დღედ გამოცხადების მოთხოვნით, პირველ მაისს, პარლამენტის ყოფილი შენობის წინ, რუსთაველის გამზირზე ასობით ადამიანი შეიკრიბა. ამავე მოთხოვნით მოეწყო სტუდენტთა მსვლელობაც. ამასთან დაკავშირებით, მთავრობის კანცელარიაში გამართულ შეხვედრაზე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჯანდაცვის მინისტრს მიმართა შრომის კანონმდებლობაში შემდგომი ცვლილებების გატარების შესახებ, რაზეც თავად დავით სერგეენკომ უპასუხა, რომ მომავალი წლიდან, შრომის საერთაშორისო დღე შესაძლებელია მართლაც იყოს უქმე საზოგადოებისათვის.

აღნიშნულ ფაქტს, "თავისუფალი უნივერსიტეტის" დამფუძნებელი კახა ბენდუქიძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქი"-ს საკუთარ გვერდზე, შემდეგი კომენტარით, მისთვის დამახასიათებელ სტილში გამოეხმაურა:

" - როგორც იცით, მთავრობამ გადაწყვიტა 1 მაისის დღესასწაულად გამოცხადება. მე ვთვლი, რომ ეს სირობაა და საბჭოთა კავშირში დაბრუნებაა... ზოგიერთის კომენტარი იყო - 1 მაისი არ იყო საბჭოთა დღესასწაული, საერთაშორისო დღე არისო. სირების დღე საბჭოთა იქნება, თუ საერთაშორისო - რა განსხვავებაა?" - წერს ბენდუქიძე.

0
451
3-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
Mediator image
451
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0