x
image
K.P.
ნანუკა ჟორჟოლიანს ჰეროინის გასაღებაში ადანაშაულებენ
image3 მაისს, დაახლოებით 15:00 საათზე ბიზნესმენ დავით კოდუას თავს დაესხნენ და სცემეს. დავით კოდუა, ირაკლი კოდუას ძმა და ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის მაზლია.

პოლიციას დღის ბოლომდე ჩაბარდა და აღიარებითი ჩვენება მისცა ბიზნესმენმა ნოშიკო ნამორაძემ. იგი ამტკიცებს, რომ თავდასხმის მიზეზი პირადი ანგარიშსწორებაა. ნამორაძე კოდუებს ნარკოტიკის ჩადებასა და ქონების წართმევაში ადანაშაულებს. ნოშიკოს მეუღლემ, ნინო სუთიძემ კი განაცხადა, რომ ქმრის საქციელით ამაყობს.

ნინოს კომენტარს ნანუკა ჟორჟოლიანი გამოეხმაურა: "როდესმე რომ დავიჯერო ჩემს ქმარზე ასეთი ინფორმაცია იმავე დღეს გაიყრება ჩვენი გზები! რითი ამაყობენ ადამიანები!"

ქალბატონები უკვე მთელი დღეა ერთმანეთზე შეტევებს არ წყვეტენ. ფაქტი ერთია, ბიზნესმენების დაპირისპირება კი ქალების გასარჩევი გახდა.


image

სულ ცოტა ხნის წინ ნინო სუთიძემ ნანუკა ჟორჟოლიანი ჰეროინის გასაღებაში დაადანაშაულა.
"ნანუკა ამას არ დავწერდი სირცხვილის გრძნობა რომ გაგაჩნდეს!

ახლა მინდა შეგახსენო შენი მეუღლის ბინძური საქმეები რომლის საქმის კურსში შენც იყავი.

1.ცემა გაგიკვირდა რაც შენმა ქმარმა ვალერი გელაშვილს უქნა?! 2.ნარკოტიკი გაგიკვირდა ცნობილი ჰეროინის გამსაღებლის და კოკაინის მოყვარულს?!

3.თავდასხმა გაგიკვირდა მუხროვანის ამბოხის ავტორის ცოლს?! გვამების რომ უკვეთავდნენ?

და ბოლოს ერთი კითხვა, შენი უდანაშაულო ქმარი, როგორც შენ ამბობ, რატომ გაიქცა 1 ოქტომბერს და არ ბრუნდება თავის სიმართლის დასამტკიცებლად?!"-წერს ნინო სუთიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კოდუამ, ნანუკა ჟორჟოლიანის ქმარმა. საქართველო "ნაციონალური მოძრაობის" ოპოზიციაში გადაბარგების შემდეგ დატოვა. მას სამი დანაშაულისთვის აქვს ბრალი წაყენებული და ამჟამად იძებნება. image

0
2317
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
2317
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0