სხვა რა უნდა იცოდეთ, თუ ვიეტნამში მოგზაურობას აპირებთ 2014, 4 მაისი, 11:01 1. ვიეტნამელები ძალიან მინიატურულები და დაბალტანიანები არიან. აქ 175 სმ სიმაღლის მამაკაცი ლამის გიგანტად ითვლება. ქალები კი ძირითადად 160 სმ-ზე დაბალი სიმაღლისანი არიან. 2.ტურიზმი ვიეტნამში სულ ახლახან აღმოცენდა, ამიტომ აქ ტურისტებს დიდ პატივს სცემენ, თუმცა საშინლად არ უყვართ ვაჭრები და ნარკოდილერები და მათ მიმართ ძალიან სასტიკნი არიან. 3.ვიეტნამში ნამზეური დაბალი კლასის - პლებეების ხვედრად მიიჩნევა, ამიტომ აქ მოდური ვიეტნამელები გულდაგულ მალავენ სახეს და სხეულს მზისაგან. საინტერესო დასანახია აქაური "არსებები" პლიაჟზე: თავზე-ქუდი, ტანზე-ჯინსები, ფეხებზე-წინდები, ხელებზე-ხელთათმანები და ყელზე-შარფი. 4.ადგილობრივი გლეხობა მასიურად ატარებს ნაციონალურ ქუდს. მას მრავალმხრივი დანიშნულება აქვს:იცავს მზისაგან და ქოქოსის დაცემისაგან(სხვათა შორის, ქოქოსის დაცემით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი ამ ქვეყანაში საკმაოდ მაღალია), მასზე მიირთმევენ საჭმელს და ამ ქუდით თევზაობენ კიდეც კიბორჩხალებზე. 5.ვიეტნამელები ძალიან თბილ დამოკიდებულებაში არიან სხვა ეროვნების ადამიანების მიმართ(რუსებისა და ამერიკელების მიმართაც კი), მაგრამ საშინლად არ უყვართ ჩინელები, რადგან ჩინეთმა არაერთხელ სცადა ვიეტნამის დაპყრობა. 6.ვიეტნამელების ნამდვილი სიამაყე-ეს აბრეშუმის ძაფებით დახატული სურათებია. მათი შექმნა ძალიან შრომატევადი სამუშაოა. გოგონებს, რომლებიც ამ საქმეზე მუშაობენ, ერთი შეცდომის უფლებაც არ აქვთ, თორემ 2 წლის შრომა წყალში ჩაეყრებათ. ასეთი მძიმე შრომის საფასური კი არც ისე დიდია-მათი ხელფასი 300 $-ს ძლივს აღწევს. 7.საშუალო ხელფასი ვიეტნამში 250-300$-ია. პრეზიდენტს 250 დოლარი აქვს ხელფასი. ადგილობრივი ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში ასეთია: $100 ~2, 1მილიონ დონგს უდრის. 8.ჩრდილოეთ ვიეტმანში მდებარე ჰალონგის სრუტე ბუნების სასწაულების სიაში შედის. 9.ვიეტნამელების ფული პლასტიკატისგანაა გაკეთებული, ამიტომ შეიძლება მისი გარეცხვა და მასთან ერთად ბანაობა- ფულს არავითარი ზიანი არ მიადგება. 10.ოფიციალური რელიგია ქვეყანაში ბუდიზმია, მაგრამ რელიგიას თითოეული ვიეტნამელი თავისებურად უდგება და არავითარი შეზღუდვები ამ მხრივ აქ არაა. 11.ვიეტნამელები ძირითადად ერთგული ხალხია: სკოლაში მეგობრობა, როგორც წესი, ქორწილით მთავრდება. აქაურ პატარძლებს არავითარი მზითევი არ აქვთ, თუმცა ქალმა გათხოვებისას უნდა იცოდეს ყველანაირი ოჯახური საქმე-დაწყებული ბრინჯის ყანებში მუშაობით და დამთავრებული სახლის სახურავის შეკეთებით. ქორწილამდე 2 თვით ადრე საპატარძლო სასიძოს ოჯახში გადადის საცხოვრებლად, რათა მომავალი ქმრის მშობლები დარწმუნდენ, რომ მათ სარძლოს ნამდვილად შეუძლია ოჯახური მეურნეობის გაძღოლა. 12.სიკვდილი ვიეტნამელისათვის სასიხარულო მოვლენაა-აბა როგორია, მთელი ცხოვრება იმუშაო ბრინჯის ყანაში, ხოლო სიკვდილის შემდეგ კი ნირვანაა და ნათელი ცხოვრება. ამიტომ ვიეტნამელები დაკრძალვაზე არ ტირიან, არამედ იცინიან და მხიარულობენ. 13.ვიეტნამში ძალიან ბევრი ხილია:მანგო, ქოქოსი, მარაკუია, პაპაია, თუმცა ცოტაა ვაშლი და კივი. 14.ადგილობრივებს ძალიან უყვართ ტკბილი საჭმელები და შემწვარ ხორცსაც კი შაქარს ამატებენ. 15.ვიეტნამელების ეროვნული კერძია განსაკუთრებული თევზის სოუსი-ნიუკ მაკი, რომელსაც ამზადებენ თევზისაგან, რომელიც წნეხის ქვეშ დევს მზეზე 9 თვის განმავლობაში, ამიტომ ის თხევადი ხდება, შემედგ მას წურავენ, უმატებენ სანელებლებს და თევზის კერძებთან ერთად მიართმევენ სუფრაზე. ამბობენ, რომ შესანიშნავი გემო აქვს, მაგრამ საზიზღარი სუნი. 16.აქ შეიძლება ყველაფრის ჭამა, რაც დადის, დაცოცავს, მოკლედ რაც მოძრაობს: ნიანგის, მორიელების, კუების, გველების და ასე შემდეგ. ცხოველებს ძირითადად მთლიანად წვავენ ცეცხლზე. 17.უმჯობესი იქნება, თუ ქვიშაზე არ დაჯდებით, რადგან კაცმა არ იცის, იქედან რა ამოძვრება:რწყილები, ტარაკნები თუ მორიელები. მათი უმრავლესობა სასტუმროს ნომრების ხშირი სტუმარიცაა. 18.აქ ერთმანეთს ენაცვლება წვიმების და მზიანი ამინდების პერიოდები. მზიანი ამინდები-ეს ზაფხულია, როცა ჰაერის ტემპერატურა 60 გრადუსს აღწევს, ხოლო წვიმიან სეზონში ის 28 გრადუსს აღწევს. წვიმიან ამინდში ტენიანობა 100% -ია და ტყუილად ნუ ელოდებით, რომ თქვენი ტანსაცმელი გაშრება სასტუმროს ნომერში. 19.გოგონებთან პიკანტური შეხვედრებისათვის ვიეტმანში არსებობს სპეციალური "დასასვენებლი სახლები", ხოლო ინტიმური მომსახურეობა შენიღბულია მასაჟის სალონებით და კარაოკეთი. 20.ვიეტნამის სამი ციხე შესულია მსოფლიოს ათი ყველაზე საშინელი ციხის სიაში. აქ არის გალიები 1, 5×1, 5 მეტრი ფართობის, სადაც წელში მოხრილი უნდა იდგე ან იწვე, სინათლე მუდმივად ანთია, ზემოდან ყრიან ბრინჯსა და ასხამენ წყალს-ვერ დაიჭირე? მოგიწევს ხვალამდე მოცდა. ამ ციხეში პატიმარი 2 წელზე მეტს ვერ ძლებს. 21.ადგილობროივი სუვენირები დიდი მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა: ნაციონალური ქუდები, ყალბი მარგალიტები, შეღებილი ნიჟარები და ბოთლები ათასნაირი ადგილობრობი საძაგლობებით. 22.ქვეყნის ტერიტორიის 10%-ის აღდგენა ვიეტნამ-ამერიკის ომის შემდეგ ვერ მოხერხდა და ახლა იქ უდაბნოა. 480 11-ს მოსწონს
|