x
image
აკაკი79
სად!! საით!! სადდ!!

imageლითონის წკარუნმა დაარღვია სიჩუმე.. კლიტის და გასაღების შერწყმით გამოწვეული ხმა ელდად გადაეკრა პრიზე ერეკლეს, რომელმაც ძალიან ფრთხილად შეაღო კარი და დარწმუნებული ვარ ნებისმიერ ადამინს ქაურდი ეგონებოდა, მისი სახლში შესვლისთვის რომ მოეკრა თვალი. ფეხაკრეფით, თითქოს იატაკს არც ეხებოდა ისე გაიარა დერეფანი და საძინებლის კარს მისწვდა, რომელმაც ხმამაღლა გაიჭრაჭუნა, „უუ შენიი" აღმოხდა უცებ ინსტიქტურად და ის იყო უნდა ზურგს უკან მიეხურა კიდეც, რომ შემოსასვლელში სინათლე აინთო. „ფუუ ამისს" გამოერდა ოღონდ ახლა გონებაში. ზურს უკან გაბურძგვნული, ღიპიანი, ზორმა მამაკაცი იდგა მრისხანე სახით, თეთრი ბრეტელებიანი მაისური სასაცილოდ იდგა მის დიდ ტანზე ხოლო ოფლის და სასმლის სუნი გულისამრევად იღვრებოდა მისი ყოველი ნაწილიდან.
-კიდევ აქ მოხვედიი!!?? -მცირე პაუზა გააკეთა სანამ შეშინებული ყმაწვილი შემობრუნდებოდა. - შეე დედამოტყნულოოო, ვის გავხარ?? ბაბუაშენი მეორე მსოფლიო ომის გმირი იყო, მეორე ბაბუა, დედაშენის მამა სტალინთან ერთად ბრძოლობდა მეფის წინააღმდეგ, შენ ვისს დაემგვანეე?? ვისს!!?.. - იმ ფრაზების მოყვანა რაც მისი პირიდან ამოვიდა იმ წუთას ძალიან უხამსი მეჩვენბა და ამიტომაც თავს შევიკავებ. მხოლოდ ბოლოს დავამატებ რომელიც უკვე ღრიალი უფრო იყო ვიდრე ყვირილი _ რამდენჯერ უნდა გცემოს ცალკე ძმამ?! ცალკე ბიძაშვილმა?! თუუ რა გიყოთ?, მითხარიი რა გიყოთთ??!!
-არ ვიციი.. რა გინდა ჩემგანნ??? რა უნდა მიყოთთ?? - ენის ბორძიკით ამოსთქვა ერეკლემ და ყვირილზე გამოვარდნილ დედას და დას მიაცქერდა.
-მე მამა ვარ შენიი თუ ვინ ვარრ?!! -იღრიალა ისევ კაცმა- რასაც გეტყვი იმასს გააკეთებბ!! თუ არადაა მოგკლავ!! გაიგეე შენნ!! –მისმა დორბლმორეულმა პირმა სიტყვები დამახინჯა და მეორედ გაიმოეორა იგივე სიტყვები ოღონდ უფრო მაღალი ტონალობით, შემდეგ კი დაამატა - ძაღლივით მოგკლავ!! ჩემივე ხელებით დაგახრჩობ!! -მისი თითები თითქმის შეეხნენ კისერში საცოდავად მოხრილ ბიჭის ყელს. -გიორგი უკვე გელოდება და ხვალ დილასვეე წახვალ მთაში ბერებთანნ!! -ერეკლეს არაფრისმთქმელი თვალები დაბლა დაეწია. " მამაა? რას ნიშნავს ნეტავ ესსს" ფიქრობდა ის გულში „შეიძლება მე მისი ნაწილი ვიყოო?? შიიგ აქვს ბუნებასს ნამდვილადდ" თავში გარბენილ ბოლო ფრაზაზე უნებურად გაეღიმა რამაც კაცი უფრო გააცოფა.
-რა გაცინებსს შენი დედაა მოვტყანნ შენიი ააა!! -ჯერ სილაა გააწნა, შემდეგ წიხლი მიაყოლა და ლოგინზე დავარდნილს თავში მუშტები დააყარაა- მოკვდიი, მოკვდიი და დავისვენებთ ყველაა. -საცოდავ ბიჭს სულ გაეფანტა გონება, უაზროდ იფარებდა ხელებს ხან თავზე ხან მუცელზე და ალბათ მართლაც გაითიშებოდა რომ დედა არ გადაფარებოდა და რამოდენიმე დარტყმა თავის თავზე არ აეღოო.
-თოკი მომიტანე ნინოო!! მალე თოკი მომიტანე!! - ყვიროდა კაცი თან ცდილობდა ცოლი ჩამოეშორებინა გზიდან. - მალე მომიტანეე გოგოო, აქ უნდა დავაბა ძაღლივით ეს ნაბიჭვარიი.
ქალს ცრემლები სცვიოდა გასისხლიანებულ ლოყებზე მაგრამ შვილს არაფრით ანებებდა ვერ სცნობდა კაცსს რომელთანაც მთელი ცხოვრება გაატარა და როგორც უცხოს ევედრებოდა - ეყოფაა. თავი დაანებეე!! ეყოფაოო
-გამოდი აქეთ ქალოო!! -ამოიხრიალა გული ყელში მობრჯენილივით
-კაი ეყოფაა დაანებე თავიი შვილია ჩვენიი ბოლოს და ბოლოსს. - შეევედრა დედა და უფრო გადაეფარა ბიჭს
-ვის დავანებო თავიი, პიდარასტსს?!! გამოდი ნუ ეხებიი ამაგ ბინძურ მწოველსს აგარ არის ეგ ჩევნი შვილი. - უცებ შედგა და ისე დააკვირდა თითქოს მის მაისურზე წაწერილ ასოების ამოკითხვას ცდილობსო. -კაცი გინდაა არააა??! მე გაჩვენებ კაცს შენნ!! თოკიი ნინოოო თოკიი!!
-შეჩერდი გევედრებიი, შეჩერდიი დავილაპარაკოთ, ყველაფერს გაიგებსს, დაგიჯერებსს..-სიტყვა გაეჭედა ატირებულ ქალს ყელში.
-შენი ბრალია, ყველაფერიი, გაეთრიე აქედან თორემ ზედ დაგაკლავვ!! -ორივე ხელი დავლოო ქალს და ჰაერში აიტაცა, ამით ისარგებლა საწყალმა ბიჭმა, თავის ჩანთას, ხელი დაავლოო და გაიქცაა, მისდა საბედნიეროდ კარი ღია დახვდა და აღარც მოუხედია უკან სადაც მისი აკანკალებული და იდგა თოკით ხელში, „ მოგკლავთ, დაგხოცავთ, პიდარასტებოო, ჩათლახებოო, მომშორდითთ" ესმოდა ზურგიდან სანამ კიბები ჩაირბინა და ეზოში გავარდა. არც იქ გაჩერებულა, ინსტიქტურად გარბოდა ერთი მიმართულებით და მთვარის სხივებზე მოელვარე ცარიელი ქუჩების უმწიკლო ანარეკლი შორს, შორს გამოკიდებულიყო ცაში, რომელიც ნანატრი ოცნებასავით მოსდევდა უკან, ხოლო სირბილისგან გამოწვეულ ხმაურს თავისებურად ახმოვანებდა ექოო „ სად, საით, სად, საით" იმეორებდა ჰარმონიულად ისს და იბნეოდა მიძინებულ ქალაქში.

0
27
2-ს მოსწონს
ავტორი:აკაკი79
აკაკი79
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0