საზოგადოება ნანუკა ჟორჟოლიანი, მაზლის, დავით კოდუას ცემის სკანდალურ დეტალებზე, დაზარალებული რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს 2014, 3 მაისი, 17:32 ![]() ![]() ნანუკას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სხვა პრეტენზიებიც აქვს. "ადამიანს რომ ყაჩაღურად სცემენ ქუჩაში და ამ დრო შსს ჟურნალისტებს რომ ურეკავს და ამბავს "აბაზრებს" ნორმალურია? თან ჟურნალისტებს რომ აფრთხილებს არ თქვათ ჩვენგან რომ გაიგეთო! გავიგე ქალბატონო! დამირეკეს და მითხრეს შსს პრესცენტრი გვატყობინებსო"-წერს ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში. სულ ცოტა ხნის წინ ნანუკამ კიდევ რამდენიმე სკანდალური დეტალი გაახმაურა: "ყველას შავები ეცვა! შავი ქუდებით! ძიძამ დახმარება როდეააც სცადა ერთმა უთხრა ადგილს შეიცვლი და დაგცხრილავო! იარაღისკენ წაიღო ხელი. ეს იყო ერთადერთი, რომელსაც ნიღაბი არ ეკეთა და ძიძა ამბობს რომ ამოიცნობას შეძლებს! ეს ყველაფერი ხდებოდა 4 წლის ბავშვის თვალწინ!" ![]() ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში ნაცემი დავით კოდუას ფოტოები გაავრცელა. შეგახსენებთ, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი დაქორწინებულია ერეკლე კოდუაზე. ერეკლემ "ნაციონალური მოძრაობის" ოპოზიციაში გადაბარგების შემდეგ საქართველო დატოვა და ამჟამად იძებნება. ![]() ![]() 440 3-ს მოსწონს
|