x
image
K.P.
ნანუკა ჟორჟოლიანი, მაზლის, დავით კოდუას ცემის სკანდალურ დეტალებზე, დაზარალებული რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს
imageგავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ირაკლი კოდუას ძმას, ბიზნესმენ დავით კოდუას თავს დაესხნენ და სცემეს. 15:00 საათზე კი ის რკინიგზის საავადმყოფოში მოათავსეს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და გაკეთდება ყველაფერი, რასაც აღნიშნული მოიცავს", - აცხადებენ შსს-ში.

დავით კოდუა ნანუკა ჟორჟოლიანის მაზლი გახლავთ. ჟურნალისტი მომხდარის შესახებ კომენტარს აკეთებს.

"დღეს, დღის 15:00 საათისთვის, აბაშიძეზე, დათო კოდუამ (ერეკლეს ძმამ) სალონში წაიყვანა 4 წლის ბავშვი თმების შესაჭრელად. მას ტელეფონზე დაურეკეს, გარეთ გავიდა და შუა ბარნოვზე თავს დაესხა 4 ნიღბიანი შეიარაღებული პირი. გათიშეს ელექტროშოკებით და შემდეგ ცემეს! ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ის რეანიმაციულში გადაიყვანეს! ინფორმაციის მედიაში გავრცრლება მალევე დაიწყო შსს-მ! ან უნდა დავიჯეროთ რომ დათო კოდუას საცემად ინაპლანეტელები ჩამოვიდნენ ან შსსმ უნდა აღიაროს რომ შუა ქალაქში თავისუფლად გადაადგილდება შეიარაღებული ბანდ ფორმირება და ჭიკაიძე კრიმინალურ ვითარებას ვერ აკონტროლებს!!!! არის მესამე ვერსიაც..."-ამტკიცებს ჟორჟოლიანი.

image



ნანუკას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სხვა პრეტენზიებიც აქვს.
"ადამიანს რომ ყაჩაღურად სცემენ ქუჩაში და ამ დრო შსს ჟურნალისტებს რომ ურეკავს და ამბავს "აბაზრებს" ნორმალურია? თან ჟურნალისტებს რომ აფრთხილებს არ თქვათ ჩვენგან რომ გაიგეთო! გავიგე ქალბატონო! დამირეკეს და მითხრეს შსს პრესცენტრი გვატყობინებსო"-წერს ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

სულ ცოტა ხნის წინ ნანუკამ კიდევ რამდენიმე სკანდალური დეტალი გაახმაურა: "ყველას შავები ეცვა! შავი ქუდებით! ძიძამ დახმარება როდეააც სცადა ერთმა უთხრა ადგილს შეიცვლი და დაგცხრილავო! იარაღისკენ წაიღო ხელი. ეს იყო ერთადერთი, რომელსაც ნიღაბი არ ეკეთა და ძიძა ამბობს რომ ამოიცნობას შეძლებს! ეს ყველაფერი ხდებოდა 4 წლის ბავშვის თვალწინ!"
image

ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში ნაცემი დავით კოდუას ფოტოები გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი დაქორწინებულია ერეკლე კოდუაზე. ერეკლემ "ნაციონალური მოძრაობის" ოპოზიციაში გადაბარგების შემდეგ საქართველო დატოვა და ამჟამად იძებნება. imageimage

0
440
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
440
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0