x
image
K.P.
მიშა გასიტაშვილი: "მე მინდა თინა მახარაძე ცოლად"

imageტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის პოპულარული გადაცემა "პროფილი", რომელიც უკვე ბევრი წელია აქტუალობას არ კარგავს განხილვის საგნად იქცა. ეს ყველაფერი აქტუალური თემის, ტრადიციების ავკარგიანობაზე მსჯელობის დამსახურებაა. ქალიშვილობის ინსტიტუტზე მსჯელობამ დარბაზში და სოციალურ ქსელებშიც დიდი ვნებათა ღელვა გამოიწვია. თინა მახარაძემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ ქორწინებამდე სექსი მისთვის მისაღებია. დავით როსტომაშვილი კი ცალსახად უარყოფს ქორწინებამდე ურთიერთობებს და აუციელებლად ქალიშვილ რძალს ელის. მან ისიც კი აღნიშნა, რომ თინასნაირი გოგო რძლად არ უნდა. გემოვნების საკითხია, ვისაც უნდა არაქალიშვილი მოიყვანოს და ღმერთმა შეარგოსო, დასძენს როსტომაშვილი. image

თინა მახარაძეს, უკვე როგორც წესი, ბევრი კრიტიკა ხვდა წილად. "მე მინდა თინა მახარაძე ცოლად"-წერს მიშა გასიტაშვილი. დიახ, ეს ის "მიშა პარიკმახერია" ტარიელ სუარმა საკუთარ დედოფალთან, ია ფარულავასთან მიმოწერაში რომ ამხილა. შეგახსენებთ, რომ მიშა გასიტაშვილი კი ერთ-ერთი პოპულარული სტილისტია, რომელიც ბევრ ცნობილ ქართველთან მეგობრობს. მიშა აღიარებს, რომ მასთან სალონში სიარული ყველაზე მოდურია, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ჩემზე პროფესიონალი სტილისტებიც არიანო. მიშას ხშირად სტუმრობენ ნინი ბადურაშვილი, სოფო ნიჟარაძე, ნინა წკრიალაშვილი, ია ფარულავა და ქართული შოუბიზნესის სხვა წარმომადგენლები. მათი ურთიერთობა მხოლოდ პროფესიული საქმიანობით არ შემოიფარგლება, ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლები მიშასთან მეგობრობენ.
imageimageimageimageimage







0
1103
6-ს მოსწონს
4-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
1103
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0