x
image
beko777
გია ჯაჯანიძემ სახალხოდ აღიარა, რომ ინგა გრიგოლიას ყოველდღე წერილს და ყვავილებს უტოვებდა მანქანაზე

imageყველაზე არაორდინალური და ეპატაჟური ფსიქოლოგი, ტელეწამყვანი და კიდევ მრავალი პროფესიის გია ჯაჯანიძე, რომელიც არასდროს არ ერიდება თამამ ნაბიჯებს, ამჯერად "იმედი"-ს პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავები"-ს მეოთხე სეზონის მონაწილეა და ცეკვაში ცდის ბედს.

როგორც ყველგან და ყოველთვის, გიამ არც ახალ ამპულაში დაარღვია ტრადიცია და საკუთარი საცეკვაო ნომრის დასასრულს მორიგი შოუ დადგა: იგი, ინგა გრიგოლიას გამოუტყდა, ის ადამიანი, ვინც წლების განმავლობაში მანქანაზე წერილს და ყვავილებს გახვედრებდა, მე ვიყავიო. ეს განცხადება ინგამ ხუმრობად მიიღო, ხალხმა კი თავის კარგად გასაპიარებლად მოფიქრებულ ინტრიგად.
თავად ინგა გრიგოლია, მომხდარის შესახებ ამბობს:

"გარკვეული პერიოდულობით ყველა ქალს აქვს ეგ პერიოდი, როცა ყვავილებს და წერილებს უგზავნიან, მაგრამ ჯაჯანიძემ ალბათ იხუმრა, რადგან დიდი ხანია მასთან ვმეგობრობ და კარგად იცის ჩემი ისტორიები. ძალიან
მძიმეა ჟიურის წევრობა, მე მაგალითად, ყველა შოუდან მინდა ხოლმე მეტი ემოცია, მეტი მუხტი რესპოდენტებისგან, მონაწილეებისგან და ჯერჯრობით რასაც ვხედავ, დაძაბულები არიან და შემდეგ ტურებში ალბათ გაუვლით. სულ რომ 20 კილო ვიყო, "ცეკვავენ ვარსკვლავებში" არასდროს მივიღებდი მონაწილეობას, ვერ გავრისკავდი. მე ამ სითამამისთვისაც ვაფასებ ამ ხალხს".

0
421
6-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
421
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0